მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისრაელი-ჰამასის ომს უკვე 34 რეპორტიორი ემსხვერპლა: ცნობილია მათი წარმომავლობა

© AP Photo / Hassan Eslaiah
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ისრაელსა და ჰამასის ტერორისტებს შორის ომში, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო ჰამასის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმით, უკვე 34 ჟურნალისტია დაღუპული, აცხადებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF).
ორგანიზაცია ორივე მხარეს ადანაშაულებს შესაძლო ომის დანაშაულში და მოუწოდებს საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს, სასწრაფოდ გამოიძიოს რეპორტიორთა მკვლელობები.
„საერთაშორისო დანაშაულებების მასშტაბები, სერიოზულობა და განმეორებადი ხასიათი, რომლებიც ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, განსაკუთრებით ღაზაში, მოითხოვს ICC-ის პროკურორის მხრიდან პრიორიტეტულ გამოძიებას“, — ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კრისტოფ დელუარი.
ოცდაათზე მეტი რეპორტიორის დაღუპვას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც (CPJ). მისი ინფორმაციით, ომს 26 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტი ემსხვერპლნენ.
გარდა ამისა, CPJ-ის ცნობით, დაჭრილია მედიის რვა წარმომადგენელი, ცხრა კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან ტყვედ აყვანილად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0