https://sputnik-georgia.com/20231101/283874757.html
ამერიკულ „ელვათა“ მამა: ამბავი რეაქტიული ერის ფუძემდებელი ქართველი ინჟინრისა
ამერიკულ „ელვათა“ მამა: ამბავი რეაქტიული ერის ფუძემდებელი ქართველი ინჟინრისა
Sputnik საქართველო
ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით საბჭოთა კავშირის, ამერიკისა თუ ევროპის ავიამშენებლობის ჩამოყალიბება–განვითარებაში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ სიმაღლეზე... 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T14:30+0400
2023-11-01T14:30+0400
2023-11-01T14:30+0400
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282449201_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c8fbb84bb211bf529193180baa2530fb.jpg
ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით საბჭოთა კავშირის, ამერიკისა თუ ევროპის ავიამშენებლობის ჩამოყალიბება–განვითარებაში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ სიმაღლეზე იდგებოდა ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ, მათ რომ დამოუკიდებელ საქართველოში ჰქონოდათ მოღვაწეობის შესაძლებლობა.მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ყველანი — გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ გრიგორაშვილი და ალექსანდრე ქართველიშვილი, სამშობლოსთვის დაკარგულები იყვნენ.არადა, იყო დრო, როდესაც ქართველთა შექმნილი ავიატექნიკა სამყაროს ბედს წყვეტდა.დაახლოებით 50-55 წლის წინ ვიეტნამის ცაში ამერიკული და საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები „შეეჯახნენ“. სინამდვილეში კი ვიეტნამელების შეიარაღებაში არსებული საბჭოთა Бе-6 ტიპის ამფიბია-თვითმფრინავიცა და ამერიკული ზებგერითი F–105 „ტანდერჩეფიც“ ქართველთა ხელით იყო შექმნილი. პირველი კონსტრუქტორი გიორგი ბერიაშვილი (ბერიევი) გახლდათ, ხოლო მეორისა — ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი).ალექსანდრე ქართველიშვილს მსოფლიო სახელი ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოში მასზე ძალიან ცოტა ადამიანს სმენოდა. თითზე ჩამოსათვლელმა კაცმა თუ იცოდა, რომ მათი თანამემამულე მსოფლიოში საუკეთესო ბომბდამშენებსა და ავიაგამანადგურებლებს ქმნიდა.ალექსანდრემ ძალიან ახალგაზრდამ დატოვა სამშობლო. ჯერ საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც ავიაციის ევროპული სკოლის დამფუძნებელ ლუი ბლერიოს დაუკავშირდა, შემდეგ კი, 1927 წელს ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. და სწორედ იმ დროიდან დაიწყო ინჟინრული ნიჭის სრულფასოვანი გამომჟღავნება.სწორედ ალექსანდრე ქართველი იყო ავიაკომპანია „რიპაბლიკის“ მიერ გამოშვებული ყველა საბრძოლო თვითმფრინავის მთავარი კონსტრუქტორი 40-იანი წლების დასაწყისამდე.მანვე დააპროექტა პირველი ამფიბია, რომელმაც მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. შემდეგ კი ის ორადგილიან სამხედრო მანქანად გადააკეთა, რომელმაც სამხედრო მფრინავთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. შესაბამისად, დიდ პარტიებად შეიძინეს შვედეთმა, იაპონიამ და ჩინეთმა. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება, რამაც ქართველიშვილი მსოფლიო ავიაკონსტრუქტორად აქცია.მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ალექსანდრე ქართველმა ახალი გამანადგურებელი P–47 „ტანდერბოლტი“ დააპროექტა, რომელიც წარმატებით ებრძოდა როგორც იაპონურ „ზეროებს“, ისე გერმანულ „მესერშმიტებს.“ ამიტომ ამერიკის მთავრობამ მასთან კონტრაქტი გააფორმა და ახალი თვითმფრინავების შექმნა დაავალა. ასე დაიწყო გამანადგურებელ „ელვათა“ ოჯახის ისტორია.მაშინ ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა. მრავალჯერადი გამოცდის შემდეგ თვითმფრინავს ნაკლი აღმოაჩნდა, რომლის მიგნება ვერცერთმა კონსტრუქტორმა ვერ შეძლო. არადა, პრეზიდენტი რუზველტი ძალიან ჩქარობდა მის ფრონტზე გაგზავნას. ამერიკის ადმინისტრაციამ უზუსტესი ხელსაწყოების დასამზადებლად ოქროთი სავსე საბარგო მანქანებიც კი შეიყვანა ქარხანაში და ქართველიშვილს პირად პასუხისგებაში გადასცა. და ქართველმა ინჟინერმა მოკლე დროში შეძლო ნაკლის აღმოჩენაცა და გამოსწორებაც. ამისთვის რუზველტმა მას ამერიკის უმაღლესი ჯილდო, მედალი „სახელმწიფო თავდაცვისათვის“ გადასცა.მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ავიაცია რეაქტიულ ძრავებზე გადავიდა. ამ მნიშვნელოვან პროცესს არც ალექსანდრე ქართველის „რიპაბლიკი“ ჩამორჩა. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სერიული რეაქტიული გამანადგურებელი F-84 „ტანდერჯეტი“. ეს უკანასკნელი აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაში 1947 წელს მიიღეს და მალევე გაამწესეს კორეის ომში.ქართველის „ტანდერჯეტი“ საჰაერო ბრძოლებში აშკარად ჩაგრავდა კორეელთა შეიარაღებაში არსებულ, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორ არტემ მიქოიანის МиГ-9-ებსა და ალექსანდრ იაკოვლევის Як-15-ებს (მაშინ იყო, ხალხმა ხუმრობა რომ დაიწყო, ქართველებმა და სომხებმა ხმელეთზე „ბრძოლა“ დაამთავრეს და ახლა ჰაერში გადაინაცვლესო). მაგრამ მერე, როცა კორეის თავზე თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში დამზადებული ახალი МиГ-15-ები გამოჩნდა, „ტანდერჯეტებს“ ძალზე გაუჭირდათ.და ალექსანდრე ქართველმა რეკორდულად მცირე დროში, სულ რაღაც 6 თვეში, „ტანდერჯეტის“ მოდერნიზებული, ისრისებფრთიანი მოდიფიკაცია F-84 F „ტანდერსტრაიკი“ გამოუშვა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 1150 კმ/სთ-მდე გაიზარდა. სწორედ ეს იყო მსოფლიოში პირველი ზებგერითი თვითმფრინავი — ერთდროულად რეაქტიული გამანადგურებელიც, გამცილებელიცა და ბომბდაშენიც.ამ მოდიფიკაციებს ცხრაასი კილო ატომური ბომბის ზიდვა და საწვავის ჰაერშივე მომარაგება შეეძლო. F-84 F კორეის ომში მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა და კორეის ცაში უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ცეცხლმოდებული МиГ-ები, რაც სტალინის რისხვას იწვევდა.„რეაქტიული ერის“ ფუძემდებელი ალექსანდრე ქართველიშვილი თხემით ტერფამდე ქართველი იყო დაასეთად დარჩა ბოლომდე. არაერთხელ შესთავაზეს გვარის შეცვლა, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა, მხოლოდ შეამცირა ის — ალექსანდრე ქართველად დაეწერა.საავიაციო „ელვის“ მამა1974 წელს გარდაიცვალა ნიუ-იორკში. მისი ცხედარი დედასთან ერთად განისვენებს შეერთებულ შტატებში, რომელიც შვილს ემიგრაციაში გვერდიდან არ მოცილებია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282449201_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_cb019536a08e21ed95fd70c63e7676b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები, საქართველოს სიამაყე
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები, საქართველოს სიამაყე
ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით საბჭოთა კავშირის, ამერიკისა თუ ევროპის ავიამშენებლობის ჩამოყალიბება–განვითარებაში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ სიმაღლეზე იდგებოდა ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ, მათ რომ დამოუკიდებელ საქართველოში ჰქონოდათ მოღვაწეობის შესაძლებლობა.
მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ყველანი — გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ გრიგორაშვილი და ალექსანდრე ქართველიშვილი, სამშობლოსთვის დაკარგულები იყვნენ.
არადა, იყო დრო, როდესაც ქართველთა შექმნილი ავიატექნიკა სამყაროს ბედს წყვეტდა.
დაახლოებით 50-55 წლის წინ ვიეტნამის ცაში ამერიკული და საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები „შეეჯახნენ“. სინამდვილეში კი ვიეტნამელების შეიარაღებაში არსებული საბჭოთა Бе-6 ტიპის ამფიბია-თვითმფრინავიცა და ამერიკული ზებგერითი F–105 „ტანდერჩეფიც“ ქართველთა ხელით იყო შექმნილი. პირველი კონსტრუქტორი გიორგი ბერიაშვილი (ბერიევი) გახლდათ, ხოლო მეორისა — ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი).
ალექსანდრე ქართველიშვილს მსოფლიო სახელი ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოში მასზე ძალიან ცოტა ადამიანს სმენოდა. თითზე ჩამოსათვლელმა კაცმა თუ იცოდა, რომ მათი თანამემამულე მსოფლიოში საუკეთესო ბომბდამშენებსა და ავიაგამანადგურებლებს ქმნიდა.
ალექსანდრემ ძალიან ახალგაზრდამ დატოვა სამშობლო. ჯერ საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც ავიაციის ევროპული სკოლის დამფუძნებელ ლუი ბლერიოს დაუკავშირდა, შემდეგ კი, 1927 წელს ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. და სწორედ იმ დროიდან დაიწყო ინჟინრული ნიჭის სრულფასოვანი გამომჟღავნება.
სწორედ ალექსანდრე ქართველი იყო ავიაკომპანია „რიპაბლიკის“ მიერ გამოშვებული ყველა საბრძოლო თვითმფრინავის მთავარი კონსტრუქტორი 40-იანი წლების დასაწყისამდე.
მანვე დააპროექტა პირველი ამფიბია, რომელმაც მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. შემდეგ კი ის ორადგილიან სამხედრო მანქანად გადააკეთა, რომელმაც სამხედრო მფრინავთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. შესაბამისად, დიდ პარტიებად შეიძინეს შვედეთმა, იაპონიამ და ჩინეთმა. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება, რამაც ქართველიშვილი მსოფლიო ავიაკონსტრუქტორად აქცია.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ალექსანდრე ქართველმა ახალი გამანადგურებელი P–47 „ტანდერბოლტი“ დააპროექტა, რომელიც წარმატებით ებრძოდა როგორც იაპონურ „ზეროებს“, ისე გერმანულ „მესერშმიტებს.“ ამიტომ ამერიკის მთავრობამ მასთან კონტრაქტი გააფორმა და ახალი თვითმფრინავების შექმნა დაავალა. ასე დაიწყო გამანადგურებელ „ელვათა“ ოჯახის ისტორია.
მაშინ ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა. მრავალჯერადი გამოცდის შემდეგ თვითმფრინავს ნაკლი აღმოაჩნდა, რომლის მიგნება ვერცერთმა კონსტრუქტორმა ვერ შეძლო. არადა, პრეზიდენტი რუზველტი ძალიან ჩქარობდა მის ფრონტზე გაგზავნას. ამერიკის ადმინისტრაციამ უზუსტესი ხელსაწყოების დასამზადებლად ოქროთი სავსე საბარგო მანქანებიც კი შეიყვანა ქარხანაში და ქართველიშვილს პირად პასუხისგებაში გადასცა. და ქართველმა ინჟინერმა მოკლე დროში შეძლო ნაკლის აღმოჩენაცა და გამოსწორებაც. ამისთვის რუზველტმა მას ამერიკის უმაღლესი ჯილდო, მედალი „სახელმწიფო თავდაცვისათვის“ გადასცა.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ავიაცია რეაქტიულ ძრავებზე გადავიდა. ამ მნიშვნელოვან პროცესს არც ალექსანდრე ქართველის „რიპაბლიკი“ ჩამორჩა. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სერიული რეაქტიული გამანადგურებელი F-84 „ტანდერჯეტი“. ეს უკანასკნელი აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაში 1947 წელს მიიღეს და მალევე გაამწესეს კორეის ომში.
ქართველის „ტანდერჯეტი“ საჰაერო ბრძოლებში აშკარად ჩაგრავდა კორეელთა შეიარაღებაში არსებულ, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორ არტემ მიქოიანის МиГ-9-ებსა და ალექსანდრ იაკოვლევის Як-15-ებს (მაშინ იყო, ხალხმა ხუმრობა რომ დაიწყო, ქართველებმა და სომხებმა ხმელეთზე „ბრძოლა“ დაამთავრეს და ახლა ჰაერში გადაინაცვლესო). მაგრამ მერე, როცა კორეის თავზე თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში დამზადებული ახალი МиГ-15-ები გამოჩნდა, „ტანდერჯეტებს“ ძალზე გაუჭირდათ.
და ალექსანდრე ქართველმა რეკორდულად მცირე დროში, სულ რაღაც 6 თვეში, „ტანდერჯეტის“ მოდერნიზებული, ისრისებფრთიანი მოდიფიკაცია F-84 F „ტანდერსტრაიკი“ გამოუშვა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 1150 კმ/სთ-მდე გაიზარდა. სწორედ ეს იყო მსოფლიოში პირველი ზებგერითი თვითმფრინავი — ერთდროულად რეაქტიული გამანადგურებელიც, გამცილებელიცა და ბომბდაშენიც.
ამ მოდიფიკაციებს ცხრაასი კილო ატომური ბომბის ზიდვა და საწვავის ჰაერშივე მომარაგება შეეძლო. F-84 F კორეის ომში მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა და კორეის ცაში უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ცეცხლმოდებული МиГ-ები, რაც სტალინის რისხვას იწვევდა.
„რეაქტიული ერის“ ფუძემდებელი ალექსანდრე ქართველიშვილი თხემით ტერფამდე ქართველი იყო დაასეთად დარჩა ბოლომდე. არაერთხელ შესთავაზეს გვარის შეცვლა, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა, მხოლოდ შეამცირა ის — ალექსანდრე ქართველად დაეწერა.
საავიაციო „ელვის“ მამა1974 წელს გარდაიცვალა ნიუ-იორკში. მისი ცხედარი დედასთან ერთად განისვენებს შეერთებულ შტატებში, რომელიც შვილს ემიგრაციაში გვერდიდან არ მოცილებია.