https://sputnik-georgia.com/20231031/turistebidan-shemosavali-izrdeba-bolo-cnobebi-283832380.html
ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად იზრდება - ბოლო ცნობები
ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად იზრდება - ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 оოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარი-სექტემბერში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული... 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T14:22+0400
2023-10-31T14:22+0400
2023-10-31T14:22+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283099053_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fc58c41c5be0feeb1cf184eaca9c5e7d.jpg
თბილისი, 31 оოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარი-სექტემბერში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისისთვის ტურიზმის მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით, როდესაც საქართველო საერთაშორისო მოგზაურების პიკზე იყო, 58%-მდე აღდგა, ხოლო 2022 წლის ტურიზმიდან შემოსავალმა 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 29,2%-ით, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 25,9%-ით გაიზარდა.საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 5,6 მლნ შეადგინა - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები აღდგენილია 76,9%-ით.გარდა მისა, მარტო მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 2,7 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 19,4%-ით მეტია 2022 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით და 80,2% მეტი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.დარგის შემოსავალმა მესამე კვარტალში 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 28,4%-ით მეტია 2019 წელთან და 5,3%-ით მეტი 2022 წლის ივლის-სექტემბერის მონაცემებთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283099053_203:0:2934:2048_1920x0_80_0_0_18d06d641af5c06e1a2354a04f440578.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 31 оოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარი-სექტემბერში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისისთვის ტურიზმის მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით, როდესაც საქართველო საერთაშორისო მოგზაურების პიკზე იყო, 58%-მდე აღდგა, ხოლო 2022 წლის ტურიზმიდან შემოსავალმა 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 29,2%-ით, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 25,9%-ით გაიზარდა.
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 5,6 მლნ შეადგინა - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები აღდგენილია 76,9%-ით.
გარდა მისა, მარტო მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 2,7 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 19,4%-ით მეტია 2022 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით და 80,2% მეტი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
დარგის შემოსავალმა მესამე კვარტალში 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 28,4%-ით მეტია 2019 წელთან და 5,3%-ით მეტი 2022 წლის ივლის-სექტემბერის მონაცემებთან შედარებით.