https://sputnik-georgia.com/20231031/tengiz-archvadze-sdidubis-panteonshi-dakrzalaven-283809921.html
თენგიზ არჩვაძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
თენგიზ არჩვაძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
Sputnik საქართველო
არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T11:37+0400
2023-10-31T11:37+0400
2023-10-31T11:37+0400
საქართველო
საქართველოს სიამაყე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/86/232888626_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_f4ed698ff20cb6185a7f66cb76d10e63.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს დღეს, 31 ოქტომბერს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა - მსახიობს დიდუბის პანთეონის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენდა მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“, და სხვ.მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/86/232888626_183:0:955:579_1920x0_80_0_0_e036e3ebe47ea0cf1284a8b966b084c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
თენგიზ არჩვაძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს დღეს, 31 ოქტომბერს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა - მსახიობს დიდუბის პანთეონის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენდა მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“, და სხვ.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.