https://sputnik-georgia.com/20231031/saqonelbrunva-crdiloeti-samxretis-derefni-misustini-283857955.html
როგორ გაიზარდა საქონელბრუნვა „ჩრდილოეთი–სამხრეთის" დერეფნით – რუსეთის პრემიერი
როგორ გაიზარდა საქონელბრუნვა „ჩრდილოეთი–სამხრეთის" დერეფნით – რუსეთის პრემიერი
Sputnik საქართველო
საქონელბრუნვამ საქართველოსთან საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გავლით შვიდჯერ გადააჭარბა საპროექტო სიმძლავრეს, განაცხადა რუსეთის პრემიერმა. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T23:22+0400
2023-10-31T23:22+0400
2023-10-31T23:23+0400
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071942_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_86e333b345676d8ced8c4c1fbb4c2991.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქონელბრუნვამ „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გავლით 2023 წლის ცხრა თვეში გასული წლის მაჩვენებლებს 30%–ით გადააჭარბა, ხოლო ტვირთნაკადი აზიის ქვეყნებთან შვიდ თვეში თითქმის 50%–ით – 25 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, განაცხადა რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა.„მიმდინარე წლის მხოლოდ შვიდ თვეში ტვირთნაკადი აზიის ქვეყნებთან თითქმის 50%–ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 25 ტრილიონი რუბლი შეადგინა, ეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვის ორ მესამედზე მეტია“, – განაცხადა მიშუსტინმა საერთაშორისო საბაჟო ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვის დროს.მისი თქმით, არსებითად გაიზარდა გამტარუნარიანობა სასაზღვრო გასასვლელებზე.„მაგალითად, საქართველოსთან ზემო ლარსის გავლით საპროექტო სიმძლავრიდან შვიდმაგი ზრდა გვაქვს. აზერბაიჯანთან იარაგ–ყაზმალარის პუნქტში და ჩინეთთან იმიერბაიკალეთში – ორჯერ და მეტად. საქონელბრუნვამ „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით სამ თვეში გასული წლის მაჩვენებლებს 30%–ით გადააჭარბა“, – განაცხადა მიშუსტინმა.რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დადებით შედეგებში დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის საბაჟო სამსახურს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071942_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_42d7f239b2eeef1048c32657e3223972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ეკონომიკა
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ეკონომიკა
როგორ გაიზარდა საქონელბრუნვა „ჩრდილოეთი–სამხრეთის" დერეფნით – რუსეთის პრემიერი
23:22 31.10.2023 (განახლებულია: 23:23 31.10.2023) საქონელბრუნვამ საქართველოსთან საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გავლით შვიდჯერ გადააჭარბა საპროექტო სიმძლავრეს, განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქონელბრუნვამ „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გავლით 2023 წლის ცხრა თვეში გასული წლის მაჩვენებლებს 30%–ით გადააჭარბა, ხოლო ტვირთნაკადი აზიის ქვეყნებთან შვიდ თვეში თითქმის 50%–ით – 25 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, განაცხადა რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა.
„მიმდინარე წლის მხოლოდ შვიდ თვეში ტვირთნაკადი აზიის ქვეყნებთან თითქმის 50%–ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 25 ტრილიონი რუბლი შეადგინა, ეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვის ორ მესამედზე მეტია“, – განაცხადა მიშუსტინმა საერთაშორისო საბაჟო ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვის დროს.
მისი თქმით, არსებითად გაიზარდა გამტარუნარიანობა სასაზღვრო გასასვლელებზე.
„მაგალითად, საქართველოსთან ზემო ლარსის გავლით საპროექტო სიმძლავრიდან შვიდმაგი ზრდა გვაქვს. აზერბაიჯანთან იარაგ–ყაზმალარის პუნქტში და ჩინეთთან იმიერბაიკალეთში – ორჯერ და მეტად. საქონელბრუნვამ „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით სამ თვეში გასული წლის მაჩვენებლებს 30%–ით გადააჭარბა“, – განაცხადა მიშუსტინმა.
რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დადებით შედეგებში დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის საბაჟო სამსახურს.