როდის დასრულდება წერეთლის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია?

© photo: Sputnik / Stringerსარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე
სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში იქნება.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2024 წლის იანვარში დასრულდება, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები კი 1 თვეში, ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, იუწყება BMG.
დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამზირზე პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. პირველ ეტაპზე შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენები.
უწყების ცნობით, ამჟამად ტროტუარებზე მიწისქვეშა კაბელ-არხები ეწყობა, სადაც შემდეგ საჰაერო სადენების გადატანა მოხდება. გარდა ამისა, დაწყებულია გარეგანათების ახალი ქსელის მოწყობაც.
დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება>>>
გამზირის მეორე მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოები და გზის ძველი სავალი ნაწილის მოხსნა მიმდინარეობს.
რაც შეეხება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას, მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის დასრულებულია ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია.
ქუჩის ერთ მხარეს გზის სავალ ნაწილზე დასრულებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენების დაგება, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ანალოგიური სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ადგილას ფერდის დამცავი კედლები ეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0