https://sputnik-georgia.com/20231031/ra-mizani-aqvt-arasamtavrobo-organizaciebs-saqartveloshi-kobaxidze-283804031.html
რა მიზანი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში? კობახიძის განმარტება
რა მიზანი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში? კობახიძის განმარტება
Sputnik საქართველო
კობახიძემ განმარტა, თუ რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ამერიკული სანქციების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T11:15+0400
2023-10-31T11:15+0400
2023-10-31T11:15+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278754250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d3ce28397ae847dde91b12f989dc7fd9.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „მდიდარი" არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უშლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 53 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაზე დეტალური კომენტარი გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ ქართველი მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემოღებას „არ მოჰყოლია ხელისუფლების მხრიდან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლება დასანქცირებულ პირთა ინტერესების აქტიური დაცვის, კანონის უგულებელყოფისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გატარებით სანქციების უარყოფითი შედეგების დაკნინების მცდელობის გამო გააკრიტიკეს.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, რომ დანიგანის ელჩობის პერიოდში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება.„ამ ვითარებაში ენჯეოების განცხადება არის ელჩის პოზიტიური ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა", - განაცხადა კობახიძემ.აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი საქართველოში ჩამოვიდა და უფლებამოსილების აღსრულებას 12 სექტემბერს შეუდგა. ღარიბაშვილმა ელჩთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომლებიც წინა ელჩის კელი დეგნანის დროს მოხდა, მომავალში არ განმეორდება.წერილზე პასუხიკობახიძემ განმარტა, თუ რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ამერიკული სანქციების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წარსულში ხშირი იყო შემთხვევები, როცა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო უხერხულობა ექმნებოდა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა პარტნიორებისგან მიეღო ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, მისი თქმით, გაჟღერდა სრულიად არადამაჯერებელი განმარტება, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან, ანუ ტელევიზიებიდან, გაზეთებიდან და სხვა მედიიდან მიღებულ ინფორმაციას.2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.კობახიძის ინფორმაციით, 6 კვირის წინ სანქცირებულ პირთა ამერიკულ სიაში ასევე უსაფუძვლოდ შეიყვანეს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე.მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, პარტნიორებმა ქართულ უწყებებს თავად სთხოვეს მტკიცებულებების მოპოვება და გაგზავნა ფარცხალაძის საქმეზე.„აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, სინამდვილეში არავითარ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.მართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ზუსტად იგივე ძალები, რომლებიც პარტნიორებს დიდი ხნის მანძილზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, მათ შორის, ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ, დღეს ცდილობენ ძველი ხელოვნური უხერხულობების დღის წესრიგში შენარჩუნებას და ამით, ახალი უხერხულობების შექმნას.მისი თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ „მდიდარი ენჯეოები" ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება. „ყველაფრიდან ჩანს, რომ „მდიდარი ენჯეოები" არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან", დასძინა პოლიტიკოსმა.მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები იმიტომ აპროტესტებდნენ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ სურდათ, საკუთარი უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გაეხადათ, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი გეგმების და მათი დაფინანსების წყაროების გაშიფვრის ეშინოდათ.2023 წლის მარტში საქართველოში გეგმავდნენ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგის მიღებას, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ იგი საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.კანდიდატის სტატუსის მოლოდინშიევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.პაპუაშვილი: ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის თემა ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა>>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278754250_63:0:1200:853_1920x0_80_0_0_bc89d6ceffce7e00a10c0e331236d8fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ახალი ამბები
რა მიზანი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში? კობახიძის განმარტება
კობახიძემ განმარტა, თუ რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ამერიკული სანქციების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „მდიდარი" არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უშლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 53 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაზე დეტალური კომენტარი გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ ქართველი მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემოღებას „არ მოჰყოლია ხელისუფლების მხრიდან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლება დასანქცირებულ პირთა ინტერესების აქტიური დაცვის, კანონის უგულებელყოფისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გატარებით სანქციების უარყოფითი შედეგების დაკნინების მცდელობის გამო გააკრიტიკეს.
„მდიდარი" არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები როგორმე დააზიანონ. იმედი გვაქვს, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პერიოდში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება", - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, რომ დანიგანის ელჩობის პერიოდში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება.
„ამ ვითარებაში ენჯეოების განცხადება არის ელჩის პოზიტიური ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა", - განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი საქართველოში ჩამოვიდა და უფლებამოსილების აღსრულებას 12 სექტემბერს შეუდგა. ღარიბაშვილმა ელჩთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომლებიც წინა ელჩის კელი დეგნანის დროს მოხდა, მომავალში არ განმეორდება.
კობახიძემ განმარტა, თუ რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ამერიკული სანქციების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წარსულში ხშირი იყო შემთხვევები, როცა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო უხერხულობა ექმნებოდა.
„მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებამ შექმნა სერიოზული უხერხულობა ურთიერთობებში. ენჯეოების შესაბამისი ძალისხმევა, გარდა სხვა მიზნებისა, სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვების ინტერესითაც იყო ნაკარნახევი. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ეს საკითხი საჯარო დისკუსიაში წინა პლანზე არ წამოგვეწია, რათა უხერხულობა კიდევ უფრო არ გაგვეღრმავებინა", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა პარტნიორებისგან მიეღო ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, მისი თქმით, გაჟღერდა სრულიად არადამაჯერებელი განმარტება, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან, ანუ ტელევიზიებიდან, გაზეთებიდან და სხვა მედიიდან მიღებულ ინფორმაციას.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
კობახიძის ინფორმაციით, 6 კვირის წინ სანქცირებულ პირთა ამერიკულ სიაში ასევე უსაფუძვლოდ შეიყვანეს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
„როგორც ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტის სხდომაზე განმარტა, სამსახურმა პარტნიორებისგან გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები. თუმცა, როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას არც ოფიციალურ და არც პირად შეხვედრებზე, არც ღია და არც დახურული არხებით არავითარი მტკიცებულება არ მიუღია", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, პარტნიორებმა ქართულ უწყებებს თავად სთხოვეს მტკიცებულებების მოპოვება და გაგზავნა ფარცხალაძის საქმეზე.
„აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, სინამდვილეში არავითარ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ზუსტად იგივე ძალები, რომლებიც პარტნიორებს დიდი ხნის მანძილზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, მათ შორის, ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ, დღეს ცდილობენ ძველი ხელოვნური უხერხულობების დღის წესრიგში შენარჩუნებას და ამით, ახალი უხერხულობების შექმნას.
მისი თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ „მდიდარი ენჯეოები" ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება. „ყველაფრიდან ჩანს, რომ „მდიდარი ენჯეოები" არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან", დასძინა პოლიტიკოსმა.
„სინამდვილეში ისინი ემსახურებიან „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა. აღნიშნულ ძალას და მის სამსახურში მყოფ ენჯეოებს არ სურთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება და ყველანაირად ცდილობენ, ამ ურთიერთობებში ძველი, უარყოფითი ტენდენცია შეინარჩუნონ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები იმიტომ აპროტესტებდნენ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ სურდათ, საკუთარი უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გაეხადათ, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი გეგმების და მათი დაფინანსების წყაროების გაშიფვრის ეშინოდათ.
2023 წლის მარტში საქართველოში გეგმავდნენ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგის მიღებას, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ იგი საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.