https://sputnik-georgia.com/20231031/qartuli-pasiani-qagaldebi-londonis-sapondo-birjaze-283804335.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T12:38+0400
2023-10-31T12:38+0400
2023-10-31T12:38+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575405_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_e949bdb374918912036518d1140a2fa6.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,03%-ით გაიზარდა და 89,14 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,65%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,01%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,8% მოგებით, 85,47 პუნქტის ფასით.ვაჭრობა აქციებითლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,15%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 31,85 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 206 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 31,5–33,4 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 2,22%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 8,82 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 67 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,74-9,3 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 2,06%-ით და 26,2 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 184 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,45–27,35 ფუნტის დიაპაზონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575405_5:0:2736:2048_1920x0_80_0_0_adef680491bb9b3bea2010fca88beaac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,03%-ით გაიზარდა და 89,14 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,65%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,01%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,8% მოგებით, 85,47 პუნქტის ფასით.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,15%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 31,85 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 206 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 31,5–33,4 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 2,22%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 8,82 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 67 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,74-9,3 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 2,06%-ით და 26,2 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 184 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,45–27,35 ფუნტის დიაპაზონში.