https://sputnik-georgia.com/20231031/pormulas-jurnalistebistvis-xelissheshlistvis-or-pirs-brali-warudgines-283840219.html
„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს
„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16 პირი ამხილა. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T16:49+0400
2023-10-31T16:49+0400
2023-10-31T16:49+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22849/33/228493377_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_e4106d4af2a528869637aa450f95c3ac.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს თბილისში, მეტროს სადგურ ,,დელისის“ მიმდებარედ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც ბრალდებულებმა მათ აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება, პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით) ჩადენისთვის წარუდგინა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22849/33/228493377_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_26457f769fb8961ab27dcfd5d1ae9a5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16 პირი ამხილა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს თბილისში, მეტროს სადგურ ,,დელისის“ მიმდებარედ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც ბრალდებულებმა მათ აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება, პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით) ჩადენისთვის წარუდგინა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.