https://sputnik-georgia.com/20231031/gardabnis-sakrebuloshi-sityvieri-dapirispireba-moxda-283848402.html
გარდაბნის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
გარდაბნის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის... 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T18:00+0400
2023-10-31T18:00+0400
2023-10-31T18:00+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249502182_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_788f611ad719a2cde8fc929079946736.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკიფ ისმაილოვი დაშავდა, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში არსებული საჯარო სკოლის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ენმ-ის წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, რომელსაც მისი განცხადებით, „ადგილობრივი კორუმპირებული, ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად ასხვისებდნენ“.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა საკრებულოს წინა სხდომაზეც გამოთქვეს პროტესტი და სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან ერთად აქციაც გამართეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249502182_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_25fc8f14a6a1839fda1e76461a5bb99a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
გარდაბნის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკიფ ისმაილოვი დაშავდა, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში არსებული საჯარო სკოლის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ენმ-ის წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, რომელსაც მისი განცხადებით, „ადგილობრივი კორუმპირებული, ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად ასხვისებდნენ“.
„ამ სკოლით ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. მინდა ადგილობრივებს მივულოცო და ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახერხეს და შეინარჩუნეს სკოლა… ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს წევრებსს ასე მოექცევა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა საკრებულოს წინა სხდომაზეც გამოთქვეს პროტესტი და სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან ერთად აქციაც გამართეს.