https://sputnik-georgia.com/20231030/saqartvelos-istoria-qartveli-meomrebis-mzvinvareba-283778978.html
„ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნი“, ანუ ამბები გურჯი მეომრების მძვინვარებისა
„ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნი“, ანუ ამბები გურჯი მეომრების მძვინვარებისა
Sputnik საქართველო
ქართველი კაცი ყოველთვის ძალზე მომთმენი და მშვიდი იყო ბუნებით, მაგრამ მტრისას, თუ გაშმაგდებოდა − ვაი მათ, ვისაც ქართველთა რისხვა დაატყდებოდა თავს. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T15:35+0400
2023-10-30T15:35+0400
2023-10-30T20:21+0400
საქართველოს ისტორიიდან
წასაკითხი ამბები
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281301221_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_e87390ae46dbc643c4838c189576b19c.jpg
ტყუილად როდი ამბობდნენ პუშტუნი ავღანელები, თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, ჯობს ხიდიდან გადახტეო.მტრისთვის მართლაც შემზარავი სანახავი იყო და არის გამძვინვარებული ქართველი. რამდენიმე მაგალითს მოვიხმობთ ისტორიიდან.***იდგა 1583 წელი. ოსმალთა სისხლის თხევით გულნაჯერი მეფე სვიმონი მტრების თვალსაწიერიდან გაუჩინარდა. ამით გულმოცემულმა, თბილისს დაბანაკებულმა ოსმალებმა ქართლის სოფლების რბევას მიჰყვეს ხელი. ისინი ისე გათამამდნენ, რომ „დელი სვიმონსაც“ აღარ ეპუებოდნენ.ერთ დღესაც თბილისის ბეგლარბეგ ასან ფაშას მოახსენეს, გურჯი ხელმწიფე ტაბახმელას მოსულა და იქ დამდგარაო. მაშინვე გამოვიდა „სპითა მრავლითა“ ასან ფაშა და ქართველებისაკენ აიღო გეზი. სვიმონ მეფეც ამას ელოდა.იმ დღეს 500 ოსმალო შეაკვდა ქართულ ხმლებს, ხოლო გადარჩენილებმა თბილისისკენ იბრუნეს პირი. ქართველებიც გამოედევნენ და ქალაქის ციხეები აიღეს. შავი დღე გაუთენა გმირმა მეფემ ოსმალთა გარნიზონს, მწარედ აზღვევინა ქართველთა ყველა წვეთი სისხლი. სვიმონის ბრძანებით ქართველებმა ერთი ოსმალოც არ გაუშვეს ცოცხალი − ყველა გაჟლიტეს.***ისტორიული ლაზები, რომლებსაც ძველად კოლხები ეწოდებოდათ, ოდითგან იყვნენ განთქმული საბრძოლო ხელოვნებითა და ტრადიციებით. მათ ერთი ძალიან საინტერესო საბრძოლო ხერხი ჰქონდათ, რომელსაც პირველად მეხუთე საუკუნეში მიმართეს, მერე კი არაერთხელ გამოიყენეს სხვა ბრძოლებშიც.ყველაფერი 486 წელს დაიწყო, როდესაც რომაელთა დიდი ლაშქარი ეგრისის დასაპყრობად შემოიჭრა. ლაზებს ეს ამბავი ადრევე განეჭვრიტათ და მომზადებულიყვნენ კიდეც.გაშლილ ველზე ღრმა ორმოები ამოეთხარათ და შიგ შუბები ჩაერჭოთ − პირით მაღლა. ორმოებზე ზემოდან ლერწმის ღერებისგან დაწნული ჩელტები გადაეფარებინათ, ზედ მიწა წაეყარათ და ხორბალი დაეთესათ. ნათესებზე მალე ჯეჯილი ამოიზარდა და პურის ყანას დაემსგავსა.ეგრისელებმა მოწინააღმდეგე სწორედ ამ გაშლილ ველზე შეიტყუეს და შემზარავი მარცხი აგემეს. მტრის მეომრები ცხენებიანად ცვიოდნენ უჩინარ ორმოებში და შუბებზე ეგებოდნენ. თავზარდაცემული მომხდური უკუიქცა...***ქართლის მეფე გიორგი XI სპარსეთის შაჰის ბრძანებით, როგორც სპარსთა ჯარების მთავარსარდალი, ავღანელებთან საბრძოლველად გაეშურა. ავღანეთში მეფე გიორგიმ თავიდან დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მუხანათურად მოკლეს. ამოჟლიტეს მისი თანმხლები ქართველებიც.მცირე ხნის შემდეგ, ღალატით მოკლული გიორგი XI-ის სისხლის ასაღებად და გათავხედებული ავღანელების „ჭკუაზე მოსაყვანად“ მისი ძმა ლევანი დაიძრა ქართულ-ყიზილბაშური ჯარით.როცა ლაშქარი ბელუჯების ტერიტორიას მიუახლოვდა, ადგილობრივებმა ყიზილბაშებს მუქარა შეუთვალეს და თან დასცინეს – ის ბრძოლები გაახსენეს, რომლებშიც ბელუჯებმა სრულად გაწყვიტეს მათი არმია. მაშინ იყო, ყიზილბაშებმა პასუხად რომ შეუთვალეს ბელუჯებს:დაფრთხნენ ბელუჯები, სერიოზული მზადება დაიწყეს ომისთვის, მაგრამ ამაო იყო ყოველი მცდელობა მათი. იმ ბრძოლაში უამრავი მტერი შეაწყდა ქართულ ხმლებს, ბევრიც გაიქცა. მაგრამ მისდიეს ქართველებმა მათ და დაღამებამდე ჩეხეს ავღანები.***1784 წლის მარტში იმერეთის ჯანმრთელობაშერყეულმა მეფე სოლომონ მეორემ გადაწყვიტა, სისხლხორციელი და მრავალნატანჯი ქვემო გურია და აჭარა სრულიად გაეწმინდა ურჯულო თურქებისგან და კვლავ სამეფოს შემადგენლობაში შემოეყვანა.მეფე ურთულეს მდგომარეობაში იყო. საფიცარი შვილის სიკვდილმა კიდევ მეტად დაამძიმა მისი ჯანმრთელობა. იყო პერიოდები, როცა ადგომაც კი უჭირდა. მაგრამ როგორც კი სამშობლოს დასჭირდებოდა, ძველებურად 20 წლის ვაჟკაცივით ამხედრდებოდა ხოლმე ცხენზე და მრისხანედ უტევდა მტერს...ახლაც მეფე რამდენიმე ათასი იმერლით დაიძრა გურია-აჭარისკენ და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ზედიზედ გაწმინდა ტერიტორიები ოსმალებისგან.მეხუთე დღეს მეფის არმიამ ქობულეთიც დაიკავა, მუეძინები და მოლები შეიპყრო და შუბით მეჩეთის კარზე მიაჭედა. ჩამოსახლებული ოსმალოები და სხვა ჯურის ქვეგამხედვარები გაჟლიტა და მათი სახლ-კარი ცეცხლს მისცა.ამასაც არ დასჯერდა სოლომონი, მტერს კვალდაკვალ მიჰყვა, დაუნდობლად ჟლიტა და ათმაგად აზღვევინა ყველა უკეთურობა, რაც კი ჩაედინათ ქართულ მიწაზე...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281301221_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_e6d3632ed391807272437d583ccbfd27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
„ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნი“, ანუ ამბები გურჯი მეომრების მძვინვარებისა
15:35 30.10.2023 (განახლებულია: 20:21 30.10.2023) ქართველი კაცი ყოველთვის ძალზე მომთმენი და მშვიდი იყო ბუნებით, მაგრამ მტრისას, თუ გაშმაგდებოდა − ვაი მათ, ვისაც ქართველთა რისხვა დაატყდებოდა თავს.
ტყუილად როდი ამბობდნენ პუშტუნი ავღანელები, თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, ჯობს ხიდიდან გადახტეო.
მტრისთვის მართლაც შემზარავი სანახავი იყო და არის გამძვინვარებული ქართველი. რამდენიმე მაგალითს მოვიხმობთ ისტორიიდან.
იდგა 1583 წელი. ოსმალთა სისხლის თხევით გულნაჯერი მეფე სვიმონი მტრების თვალსაწიერიდან გაუჩინარდა. ამით გულმოცემულმა, თბილისს დაბანაკებულმა ოსმალებმა ქართლის სოფლების რბევას მიჰყვეს ხელი. ისინი ისე გათამამდნენ, რომ „დელი სვიმონსაც“ აღარ ეპუებოდნენ.
ერთ დღესაც თბილისის ბეგლარბეგ ასან ფაშას მოახსენეს, გურჯი ხელმწიფე ტაბახმელას მოსულა და იქ დამდგარაო. მაშინვე გამოვიდა „სპითა მრავლითა“ ასან ფაშა და ქართველებისაკენ აიღო გეზი. სვიმონ მეფეც ამას ელოდა.
„შეიბნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსცა ღმერთმან გამარჯვება ქართველთა“.
იმ დღეს 500 ოსმალო შეაკვდა ქართულ ხმლებს, ხოლო გადარჩენილებმა თბილისისკენ იბრუნეს პირი. ქართველებიც გამოედევნენ და ქალაქის ციხეები აიღეს.
შავი დღე გაუთენა გმირმა მეფემ ოსმალთა გარნიზონს, მწარედ აზღვევინა ქართველთა ყველა წვეთი სისხლი. სვიმონის ბრძანებით ქართველებმა ერთი ოსმალოც არ გაუშვეს ცოცხალი − ყველა გაჟლიტეს.
ისტორიული ლაზები, რომლებსაც ძველად კოლხები ეწოდებოდათ, ოდითგან იყვნენ განთქმული საბრძოლო ხელოვნებითა და ტრადიციებით. მათ ერთი ძალიან საინტერესო საბრძოლო ხერხი ჰქონდათ, რომელსაც პირველად მეხუთე საუკუნეში მიმართეს, მერე კი არაერთხელ გამოიყენეს სხვა ბრძოლებშიც.
ყველაფერი 486 წელს დაიწყო, როდესაც რომაელთა დიდი ლაშქარი ეგრისის დასაპყრობად შემოიჭრა. ლაზებს ეს ამბავი ადრევე განეჭვრიტათ და მომზადებულიყვნენ კიდეც.
გაშლილ ველზე ღრმა ორმოები ამოეთხარათ და შიგ შუბები ჩაერჭოთ − პირით მაღლა. ორმოებზე ზემოდან ლერწმის ღერებისგან დაწნული ჩელტები გადაეფარებინათ, ზედ მიწა წაეყარათ და ხორბალი დაეთესათ. ნათესებზე მალე ჯეჯილი ამოიზარდა და პურის ყანას დაემსგავსა.
ეგრისელებმა მოწინააღმდეგე სწორედ ამ გაშლილ ველზე შეიტყუეს და შემზარავი მარცხი აგემეს. მტრის მეომრები ცხენებიანად ცვიოდნენ უჩინარ ორმოებში და შუბებზე ეგებოდნენ. თავზარდაცემული მომხდური უკუიქცა...
ქართლის მეფე გიორგი XI სპარსეთის შაჰის ბრძანებით, როგორც სპარსთა ჯარების მთავარსარდალი, ავღანელებთან საბრძოლველად გაეშურა. ავღანეთში მეფე გიორგიმ თავიდან დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მუხანათურად მოკლეს. ამოჟლიტეს მისი თანმხლები ქართველებიც.
მოკვდა გურგინ ხანიო! — შესძახეს გახარებულმა ავღანელებმა;
„იგი უპირველესი სარდალი იყო. პატივი მას!“ — და თოფები დააქუხეს იმავ ავღანელებმა;
„მაგრამ მტარვალი იყო, ვათრიოთ იგი“, — და სამ დღეს ათრიეს მისი ცხედარი.
მცირე ხნის შემდეგ, ღალატით მოკლული გიორგი XI-ის სისხლის ასაღებად და გათავხედებული ავღანელების „ჭკუაზე მოსაყვანად“ მისი ძმა ლევანი დაიძრა ქართულ-ყიზილბაშური ჯარით.
როცა ლაშქარი ბელუჯების ტერიტორიას მიუახლოვდა, ადგილობრივებმა ყიზილბაშებს მუქარა შეუთვალეს და თან დასცინეს – ის ბრძოლები გაახსენეს, რომლებშიც ბელუჯებმა სრულად გაწყვიტეს მათი არმია.
მაშინ იყო, ყიზილბაშებმა პასუხად რომ შეუთვალეს ბელუჯებს:
„მოვიდა რისხვა ღვთისა თქვენზედა, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნი!“
დაფრთხნენ ბელუჯები, სერიოზული მზადება დაიწყეს ომისთვის, მაგრამ ამაო იყო ყოველი მცდელობა მათი. იმ ბრძოლაში უამრავი მტერი შეაწყდა ქართულ ხმლებს, ბევრიც გაიქცა. მაგრამ მისდიეს ქართველებმა მათ და დაღამებამდე ჩეხეს ავღანები.
1784 წლის მარტში იმერეთის ჯანმრთელობაშერყეულმა მეფე სოლომონ მეორემ გადაწყვიტა, სისხლხორციელი და მრავალნატანჯი ქვემო გურია და აჭარა სრულიად გაეწმინდა ურჯულო თურქებისგან და კვლავ სამეფოს შემადგენლობაში შემოეყვანა.
მეფე ურთულეს მდგომარეობაში იყო. საფიცარი შვილის სიკვდილმა კიდევ მეტად დაამძიმა მისი ჯანმრთელობა. იყო პერიოდები, როცა ადგომაც კი უჭირდა. მაგრამ როგორც კი სამშობლოს დასჭირდებოდა, ძველებურად 20 წლის ვაჟკაცივით ამხედრდებოდა ხოლმე ცხენზე და მრისხანედ უტევდა მტერს...
ახლაც მეფე რამდენიმე ათასი იმერლით დაიძრა გურია-აჭარისკენ და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ზედიზედ გაწმინდა ტერიტორიები ოსმალებისგან.
მეხუთე დღეს მეფის არმიამ ქობულეთიც დაიკავა, მუეძინები და მოლები შეიპყრო და შუბით მეჩეთის კარზე მიაჭედა. ჩამოსახლებული ოსმალოები და სხვა ჯურის ქვეგამხედვარები გაჟლიტა და მათი სახლ-კარი ცეცხლს მისცა.
ამასაც არ დასჯერდა სოლომონი, მტერს კვალდაკვალ მიჰყვა, დაუნდობლად ჟლიტა და ათმაგად აზღვევინა ყველა უკეთურობა, რაც კი ჩაედინათ ქართულ მიწაზე...