https://sputnik-georgia.com/20231030/rus7uli-xedva-israelis-hamasis-omze-283781479.html
მოსაზრება: მსოფლიო პოლიციელი გაგიჟდა, დამნაშავე კი პუტინია
მოსაზრება: მსოფლიო პოლიციელი გაგიჟდა, დამნაშავე კი პუტინია
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T15:29+0400
2023-10-30T15:29+0400
2023-10-30T20:14+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283766584_0:320:3071:2047_1920x0_80_0_0_926bd3c35e51e33209eb9262d3f63a8d.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვაგაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პარასკევის კენჭისყრამ, რომელიც ისრაელსა და პალესტინაში დაუყონებელ ზავს მოითხოვდა, გამოავლინა ის, რასაც ყველა დიდი ხანია ეჭვობდა. ვაშინგტონის აზრი დღის თემებზე არავის აინტერესებს. შეერთებული შტატები გაეროში თითქმის მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა.არაბული ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუციის არსი აბსოლუტურად მარტივია. ეს არის თხოვნა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ, შეწყვიტონ ცეცხლი, დადონ ზავი, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მძევლები და გარკვეული დროით შეწყვიტონ უდანაშაულო ქალების, მოხუცებისა და ბავშვების ხოცვა. ეს არის გასაგები, ჰუმანური იდეა და ის მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიწონა.რეზოლუციას 14-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. სიის სათავეში აშშ და ისრაელი იყვნენ. მათ მოჰყვებოდნენ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნანგრევები − ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი და ხორვატია; ბოლოს კი ჩვენ მიერ პატივცემული პარაგვაი, გვატემალა, ფიჯი, ტონგა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია და ნაურუ იყვნენ. ვინმე ხომ არ გამოგვრჩა? ოჰ, უკაცრავად, იქ კიდევ პაპუა–ახალი გვინეაც იყო.ეს ის მოკავშირეები არიან, რომლებსაც ვაშინგტონს ნამდვილად შეუძლია დაეყრდნოს თავის საგარეო პოლიტიკაში. მათი გავლენისა და სამხედრო ძალის ირონიზირება საჭირო არ არის. მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ თანამედროვეობის ყველა წამყვანმა „დერჟავამ“, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, გაეროში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ პალესტინისა და ისრაელის მიწებზე სისხლისღვრის შეწყვეტას.სინამდვილეში, გაეროს კენჭისყრის ნამდვილი ისტორია ძალიან საინტერესო თემაა. 2008 წელს გერმანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ყიდულობდნენ ამერიკელები გაეროს 143 წევრი ქვეყნის ხმას 30 წლის განმავლობაში. ამ მიზნით გამოიყენებოდა როგორც ინექციები სახელმწიფო ბიუჯეტში, ისე პერსონალური გრანტები და სანქციებით შანტაჟი.ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენლები წარმოუდგენლად აქტიურობდნენ გაეროს კულუარებში, ცდილობდნენ, რომ ანტირუსულ რეზოლუციებზე „სწორი“ კენჭისყრა ჩატარებულიყო. თუმცა, ყოველ ჯერზე ეს სულ უფრო და უფრო ცუდად გამოსდიოდათ. პალესტინა–ისრაელის საქმეში კი ყველაფერი საბოლოოდ ჩამოიშალა.საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ და ირლანდიამ მხარი დაუჭირეს არაბული ქვეყნების რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტაზე. ბრიტანეთმა და გერმანიამ თავი შეიკავეს. კანადამ, ავსტრალიამ და იაპონიამ, რომლებზე უფრო ახლო და საიმედო მოკავშირეები ვაშინგტონს არ ჰყავს, ასევე თავი შეიკავეს. უკრაინამაც კი, რომელსაც შეერთებული შტატები ყველაფერს აძლევს და უხდის − იარაღს, ხელფასს, პენსიებს, ზელენსკის ვილებსა და ბრილიანტებს მისი მეუღლისთვის − არ მისცა ხმა ისე, როგორც ეს ამერიკელ პატრონებს სურდათ.რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების წინააღმდეგ მეგობრული რიგით გამოვიდა მთელი ლათინური ამერიკა − დაწყებული პაწაწინა დომინიკის რესპუბლიკიდან, დასრულებული არგენტინითა და ბრაზილიით.რატომ გახდა შესაძლებელი ასეთი ჯანყი გემზე? ჯერ ერთი, თანამედროვე კონფლიქტები წარმოუდგენლად თვალსაჩინოა. ისინი ათასობითი კამერით აღიბეჭდება და რეალურ დროში გადაიცემა. მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეუძლია უყუროს, რა ხდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თანაც დეტალურად.ის, რაც დღეს ისრაელსა და პალესტინაში ხდება, იმდენად საშინელია, რომ მსოფლიო აუდიტორიამ მკაცრად მოითხოვა ამ საშინელების შეწყვეტა. არსებითად, ეს არის ზუსტად ის, რასაც დღეს მრავალათასიანი აქციების მთელი არსი ემყარება, იქნებიან ეს სტამბულის აეროპორტში შეკრებილები თუ პარიზის რესპუბლიკის მოედანზე გამოსულები. კაცობრიობა ხმის ჩახლეჩამდე უკივის პოლიტიკოსებს: გააკეთეთ ყველაფერი სისხლისღვრის შესაჩერებლად.არაბული ქვეყნების რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა დღეს − ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში უამრავი ხალხის საწინააღმდეგო განწყობასა და ისტორიაში ომის გამღვივებლად შესვლას ნიშნავს. ვის სჭირდება ეს?გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრამ გამოავლინა, რომ ვაშინგტონის რეჟიმის საგარეო პოლიტიკით ყველა უკიდურესად დაიღალა. არ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყველა ცხელ წერტილში ბენზინის ავზით დარბოდე. ეს არავის აღარ უნდა.მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ელიტა ხედავს დღეს, რომ ხვალ ავზებიანმა ამერიკელებმა შეიძლება მათთანაც მიირბინონ. დაიღუპება ხალხი, დაიწვება ქალაქები და დაისადგურებს სრული სიღატაკე. ეს საშინელება უნდა შეწყდეს. ბუნებრივია, მსოფლიო უმრავლესობას ვაშინგტონისთვის ადგილის მიჩენა მოუნდა.შეერთებული შტატების შიგნით ეს დარტყმა ძალიან მტკივნეულად აღიქმება, მაგრამ მომხდარის გაცნობიერებამდე ჯერ კიდევ შორსაა. მხოლოდ შელახული თავმოყვარეობის კვნესა ისმის. და ყველამ იცის, ვინ არის დამნაშავე? მართალია: პუტინი.„ღაზაში ომი რუს პუტინს აძლევს იმას, რაც მას სურს“, − წუხს The New York Times. მათი თქმით, რუსეთი „კონფლიქტის ბენეფიციარი" ხდება. ჩინეთიც აგროვებს ქულებს. ახლა კიდევ პუტინი ჩინეთში წავიდა. მოკლედ, მშვიდობით − ახლა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები „მსოფლიო წესრიგს გადააკეთებენ".უნდა ვიკითხო: სინდისი გაქვთ? რა მსოფლიო წესრიგი? ახლა, სანამ ამ სტრიქონებს ვწერ, ღაზის სექტორში ასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი იღუპება. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც გადაღლილი სამედიცინო მუშაკი მიწაზე ეცემა და ბღავის. ძნელი წარმოსადგენია, რა ნახა. თუ ცაჰალი სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გადაწყვეტს, „ჰამასი“ აუცილებლად გასცემს პასუხს. და მაშინ უკვე ისრაელში დაიღუპებიან არაკომბატანტები.აშშ ოდესღაც გავლენიანი მოთამაშე იყო რეგიონში. ახლა მათ მთელი თავისი გავლენა ამ საშინელების შესაჩერებლად უნდა გამოეყენებინათ. მაგრამ არა, ვაშინგტონში მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის დარეგულირება არ დაუშვან.ამასობაში რუსეთი, ჩინეთი და სხვა გლობალური მოთამაშეები ყველა ძალისხმევით ცდილობენ შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა ღაზასა და ისრაელში. ვაშინგტონი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ამაში − იქ უნდათ, რომ ახლო აღმოსავლეთში სისხლი უსასრულოდ იღვრებოდეს. ეს უფრო მოსახერხებელია ბლინკენისა და ბაიდენისთვის.რა, პირადად პუტინმა მოაქცია იზოლაციაში შეერთებული შტატები გაეროში? არა, ეს მათმა გიჟურმა საგარეო პოლიტიკამ გამოიწვია.ამერიკელ კლასიკოს სტივენ კინგს აქვს რომანი Desperation, რომელიც შეშლილ პოლიციელს ეხება. კარგი მწერლები მომავალს ხედავენ. შტატები დიდი ხანია, რაც თავს მსოფლიოს პოლიციელებად წარმოაჩენს, მაგრამ დღეს ყველასთვის აშკარაა, რომ ეს პოლიციელი რელსებიდან გადავიდა. და სანამ გვიან არ არის, მისი იზოლირება გადაუდებელი ამოცანაა მსოფლიო საზოგადოებისთვის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283766584_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_2578360e4c8c0305252378725cc57bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება, ისრაელი-ჰამასის ომი
ანალიტიკა, მოსაზრება, ისრაელი-ჰამასის ომი
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პარასკევის კენჭისყრამ, რომელიც ისრაელსა და პალესტინაში დაუყონებელ ზავს მოითხოვდა, გამოავლინა ის, რასაც ყველა დიდი ხანია ეჭვობდა. ვაშინგტონის აზრი დღის თემებზე არავის აინტერესებს. შეერთებული შტატები გაეროში თითქმის მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა.
არაბული ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუციის არსი აბსოლუტურად მარტივია. ეს არის თხოვნა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ, შეწყვიტონ ცეცხლი, დადონ ზავი, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მძევლები და გარკვეული დროით შეწყვიტონ უდანაშაულო ქალების, მოხუცებისა და ბავშვების ხოცვა. ეს არის გასაგები, ჰუმანური იდეა და ის მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიწონა.
რეზოლუციას 14-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. სიის სათავეში აშშ და ისრაელი იყვნენ. მათ მოჰყვებოდნენ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნანგრევები − ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი და ხორვატია; ბოლოს კი ჩვენ მიერ პატივცემული პარაგვაი, გვატემალა, ფიჯი, ტონგა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია და ნაურუ იყვნენ. ვინმე ხომ არ გამოგვრჩა? ოჰ, უკაცრავად, იქ კიდევ პაპუა–ახალი გვინეაც იყო.
ეს ის მოკავშირეები არიან, რომლებსაც ვაშინგტონს ნამდვილად შეუძლია დაეყრდნოს თავის საგარეო პოლიტიკაში. მათი გავლენისა და სამხედრო ძალის ირონიზირება საჭირო არ არის. მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ თანამედროვეობის ყველა წამყვანმა „დერჟავამ“, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, გაეროში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ პალესტინისა და ისრაელის მიწებზე სისხლისღვრის შეწყვეტას.
სინამდვილეში, გაეროს კენჭისყრის ნამდვილი ისტორია ძალიან საინტერესო თემაა. 2008 წელს გერმანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ყიდულობდნენ ამერიკელები გაეროს 143 წევრი ქვეყნის ხმას 30 წლის განმავლობაში. ამ მიზნით გამოიყენებოდა როგორც ინექციები სახელმწიფო ბიუჯეტში, ისე პერსონალური გრანტები და სანქციებით შანტაჟი.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენლები წარმოუდგენლად აქტიურობდნენ გაეროს კულუარებში, ცდილობდნენ, რომ ანტირუსულ რეზოლუციებზე „სწორი“ კენჭისყრა ჩატარებულიყო. თუმცა, ყოველ ჯერზე ეს სულ უფრო და უფრო ცუდად გამოსდიოდათ. პალესტინა–ისრაელის საქმეში კი ყველაფერი საბოლოოდ ჩამოიშალა.
საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ და ირლანდიამ მხარი დაუჭირეს არაბული ქვეყნების რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტაზე. ბრიტანეთმა და გერმანიამ თავი შეიკავეს. კანადამ, ავსტრალიამ და იაპონიამ, რომლებზე უფრო ახლო და საიმედო მოკავშირეები ვაშინგტონს არ ჰყავს, ასევე თავი შეიკავეს. უკრაინამაც კი, რომელსაც შეერთებული შტატები ყველაფერს აძლევს და უხდის − იარაღს, ხელფასს, პენსიებს, ზელენსკის ვილებსა და ბრილიანტებს მისი მეუღლისთვის − არ მისცა ხმა ისე, როგორც ეს ამერიკელ პატრონებს სურდათ.
რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების წინააღმდეგ მეგობრული რიგით გამოვიდა მთელი ლათინური ამერიკა − დაწყებული პაწაწინა დომინიკის რესპუბლიკიდან, დასრულებული არგენტინითა და ბრაზილიით.
რატომ გახდა შესაძლებელი ასეთი ჯანყი გემზე? ჯერ ერთი, თანამედროვე კონფლიქტები წარმოუდგენლად თვალსაჩინოა. ისინი ათასობითი კამერით აღიბეჭდება და რეალურ დროში გადაიცემა. მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეუძლია უყუროს, რა ხდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თანაც დეტალურად.
ის, რაც დღეს ისრაელსა და პალესტინაში ხდება, იმდენად საშინელია, რომ მსოფლიო აუდიტორიამ მკაცრად მოითხოვა ამ საშინელების შეწყვეტა. არსებითად, ეს არის ზუსტად ის, რასაც დღეს მრავალათასიანი აქციების მთელი არსი ემყარება, იქნებიან ეს სტამბულის აეროპორტში შეკრებილები თუ პარიზის რესპუბლიკის მოედანზე გამოსულები. კაცობრიობა ხმის ჩახლეჩამდე უკივის პოლიტიკოსებს: გააკეთეთ ყველაფერი სისხლისღვრის შესაჩერებლად.
არაბული ქვეყნების რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა დღეს − ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში უამრავი ხალხის საწინააღმდეგო განწყობასა და ისტორიაში ომის გამღვივებლად შესვლას ნიშნავს. ვის სჭირდება ეს?
გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრამ გამოავლინა, რომ ვაშინგტონის რეჟიმის საგარეო პოლიტიკით ყველა უკიდურესად დაიღალა. არ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყველა ცხელ წერტილში ბენზინის ავზით დარბოდე. ეს არავის აღარ უნდა.
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ელიტა ხედავს დღეს, რომ ხვალ ავზებიანმა ამერიკელებმა შეიძლება მათთანაც მიირბინონ. დაიღუპება ხალხი, დაიწვება ქალაქები და დაისადგურებს სრული სიღატაკე. ეს საშინელება უნდა შეწყდეს. ბუნებრივია, მსოფლიო უმრავლესობას ვაშინგტონისთვის ადგილის მიჩენა მოუნდა.
შეერთებული შტატების შიგნით ეს დარტყმა ძალიან მტკივნეულად აღიქმება, მაგრამ მომხდარის გაცნობიერებამდე ჯერ კიდევ შორსაა. მხოლოდ შელახული თავმოყვარეობის კვნესა ისმის. და ყველამ იცის, ვინ არის დამნაშავე? მართალია: პუტინი.
„ღაზაში ომი რუს პუტინს აძლევს იმას, რაც მას სურს“, − წუხს The New York Times. მათი თქმით, რუსეთი „კონფლიქტის ბენეფიციარი" ხდება. ჩინეთიც აგროვებს ქულებს. ახლა კიდევ პუტინი ჩინეთში წავიდა. მოკლედ, მშვიდობით − ახლა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები „მსოფლიო წესრიგს გადააკეთებენ".
უნდა ვიკითხო: სინდისი გაქვთ? რა მსოფლიო წესრიგი? ახლა, სანამ ამ სტრიქონებს ვწერ, ღაზის სექტორში ასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი იღუპება. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც გადაღლილი სამედიცინო მუშაკი მიწაზე ეცემა და ბღავის. ძნელი წარმოსადგენია, რა ნახა. თუ ცაჰალი სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გადაწყვეტს, „ჰამასი“ აუცილებლად გასცემს პასუხს. და მაშინ უკვე ისრაელში დაიღუპებიან არაკომბატანტები.
აშშ ოდესღაც გავლენიანი მოთამაშე იყო რეგიონში. ახლა მათ მთელი თავისი გავლენა ამ საშინელების შესაჩერებლად უნდა გამოეყენებინათ. მაგრამ არა, ვაშინგტონში მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის დარეგულირება არ დაუშვან.
ამასობაში რუსეთი, ჩინეთი და სხვა გლობალური მოთამაშეები ყველა ძალისხმევით ცდილობენ შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა ღაზასა და ისრაელში. ვაშინგტონი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ამაში − იქ უნდათ, რომ ახლო აღმოსავლეთში სისხლი უსასრულოდ იღვრებოდეს. ეს უფრო მოსახერხებელია ბლინკენისა და ბაიდენისთვის.
რა, პირადად პუტინმა მოაქცია იზოლაციაში შეერთებული შტატები გაეროში? არა, ეს მათმა გიჟურმა საგარეო პოლიტიკამ გამოიწვია.
ამერიკელ კლასიკოს სტივენ კინგს აქვს რომანი Desperation, რომელიც შეშლილ პოლიციელს ეხება. კარგი მწერლები მომავალს ხედავენ. შტატები დიდი ხანია, რაც თავს მსოფლიოს პოლიციელებად წარმოაჩენს, მაგრამ დღეს ყველასთვის აშკარაა, რომ ეს პოლიციელი რელსებიდან გადავიდა. და სანამ გვიან არ არის, მისი იზოლირება გადაუდებელი ამოცანაა მსოფლიო საზოგადოებისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე