https://sputnik-georgia.com/20231030/mamardashvili-sauketeso-motamashed-daasaxeles-283774079.html
„ბილბაოსთან" შეხვედრაში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
„ბილბაოსთან" შეხვედრაში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Sputnik საქართველო
11 ტურის შედეგებით „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T13:41+0400
2023-10-30T13:41+0400
2023-10-30T19:38+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277075676_0:0:1071:602_1920x0_80_0_0_cbe7a3075d1a6b482e79d67eeacfd9dc.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.მამარდაშვილმა საკუთარი გუნდი ორჯერ გადაარჩინა გოლს, თუმცა „ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ სტუმრად მოგების შანსი ბოლო წამებზე მაინც გაუშვა ხელიდან – 2:2.ქართველმა მეკარემ ხუთი დარტყმა მოიგერია. 22-ე წუთზე ინიაკი უილიამსს ულამაზესი ნახტომით აჯობა და 8 წუთში ისევ იგივე ფეხბურთელი დაჯაბნა. მიუხედავად მამარდაშვილის კარგი თამაშისა, „ვალენსიამ" გოლი მაინც გაუშვა – ანგარიში 32-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა გახსნა.მამარდაშვილმა მეორე ტაიმშიც გამოიჩინა თავი. მე-60 წუთზე ბილბაოელების შეტევის დაგვირგვინებას დანი გარსია ცდილობდა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა. ორ წუთში სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა ფრან პერესმა გოლით დააგვირგვინა, 69-ე წუთზე კი მისი გადაცემით „ვალენსია“ უგო დურომ დააწინაურა.შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ მოხერხდა და მატჩის დამატებულ დროში ალექს ბერენგერმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2.11 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა. ცხრილის სათავეში 28 ქულით „რეალია“.2021 წლის 7 ივნისს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გადავიდა, მაგრამ ქართველმა კლუბის მენეჯერზე ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277075676_70:0:973:677_1920x0_80_0_0_8fe13777ba525c114c195dc79687fea9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
„ბილბაოსთან" შეხვედრაში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
13:41 30.10.2023 (განახლებულია: 19:38 30.10.2023) 11 ტურის შედეგებით „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მამარდაშვილმა საკუთარი გუნდი ორჯერ გადაარჩინა გოლს, თუმცა „ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ სტუმრად მოგების შანსი ბოლო წამებზე მაინც გაუშვა ხელიდან – 2:2.
ქართველმა მეკარემ ხუთი დარტყმა მოიგერია. 22-ე წუთზე ინიაკი უილიამსს ულამაზესი ნახტომით აჯობა და 8 წუთში ისევ იგივე ფეხბურთელი დაჯაბნა. მიუხედავად მამარდაშვილის კარგი თამაშისა, „ვალენსიამ" გოლი მაინც გაუშვა – ანგარიში 32-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა გახსნა.
მამარდაშვილმა მეორე ტაიმშიც გამოიჩინა თავი. მე-60 წუთზე ბილბაოელების შეტევის დაგვირგვინებას დანი გარსია ცდილობდა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა. ორ წუთში სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა ფრან პერესმა გოლით დააგვირგვინა, 69-ე წუთზე კი მისი გადაცემით „ვალენსია“ უგო დურომ დააწინაურა.
შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ მოხერხდა და მატჩის დამატებულ დროში ალექს ბერენგერმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
11 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა. ცხრილის სათავეში 28 ქულით „რეალია“.
2021 წლის 7 ივნისს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გადავიდა, მაგრამ ქართველმა კლუბის მენეჯერზე ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.