https://sputnik-georgia.com/20231030/icc-sesazlo-danasaulebs-iziebs-283772856.html
კარიმ ხანი: კრიმინალური სასამართლო ორივე მხარის შესაძლო დანაშაულებს იძიებს
კარიმ ხანი: კრიმინალური სასამართლო ორივე მხარის შესაძლო დანაშაულებს იძიებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხება შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს... 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T11:32+0400
2023-10-30T11:32+0400
2023-10-30T17:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
გაერო
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24871/07/248710727_0:1:3638:2047_1920x0_80_0_0_e1a29202f4787b05ac30d040c3082bd8.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხება შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, განაცხადა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა მას შემდეგ, რაც რაფის სასაზღვრო პუნქტი მოინახულა.მისი თქმით, სასამართლოს თანამშრომლები იძიებენ როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების მიერ ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს.ბოლო ინფორმაციით, კვირას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 33 სატვირთო შევიდა. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი დაიწყო. სულ 21 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში 117 სატვირთო შევიდა, თუმცა, როგორც გაეროში აცხადებენ, ეს უკიდურესად ცოტაა − ღაზის მოსახლეობას კატასტროფულად არ ჰყოფნის საკვები, მედიკამენტები და სასმელი წყალი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24871/07/248710727_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_2f73c7a6481e6d8d07877f0768354db9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, გაერო, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, გაერო, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხება შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, განაცხადა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა მას შემდეგ, რაც რაფის სასაზღვრო პუნქტი მოინახულა.
„დახმარების მიწოდების შეფერხება, როგორც ეს ჟენევის კონვენციებითაა დადგენილი, შეიძლება იყოს დანაშაული [საერთაშორისო სისხლის სამართლის] სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში“, − თქვა პროკურორმა კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სასამართლოს თანამშრომლები იძიებენ როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების მიერ ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს.
„ისრაელს აქვს მკაფიო ვალდებულებები „ჰამასის“ წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით − უბრალო მორალური ვალდებულებები კი არა, არამედ სამართლებრივი ვალდებულებები, [რომ შეასრულოს კონვენციები და ომის დროის კანონები]. ეს პრინციპები თანაბრად ეხება „ჰამასსაც“ – ისრაელზე განურჩეველი იარაღითა და რაკეტებით თავდასხმების გამო“, − განაცხადა ხანმა.
ბოლო ინფორმაციით, კვირას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 33 სატვირთო შევიდა. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი დაიწყო. სულ 21 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში 117 სატვირთო შევიდა, თუმცა, როგორც გაეროში აცხადებენ, ეს უკიდურესად ცოტაა − ღაზის მოსახლეობას კატასტროფულად არ ჰყოფნის საკვები, მედიკამენტები და სასმელი წყალი.