გორში მეხუთეკლასელს დის მოკვლით დაემუქრნენ - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, წერილში დასახელებული იყო თანხა, რომელსაც თუ მოსწავლე არ მიიტანდა, მის დას მოკლავდნენ.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მეხუთეკლასელმა გოგონამ მუქარის წერილი მიიღო, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
შემთხვევა სოფელ აძვის საჯარო სკოლაში მოხდა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წერილი ათი წლის გოგონას სკოლაში, მერხის ქვეშ დახვდა. ანონიმური წერილის ავტორი არასრულწლოვნისგან ფულის გადახდას ითხოვდა. ტექსტში დასახელებული იყო თანხა, რომელსაც თუ ბავშვი კონკრეტულ ადგილზე არ დატოვებდა, მის დას მოკლავდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0