ჩუღურეთის რაიონში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2023
გამოწერა
ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი საგზაო სამუშაოებია.
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი საგზაო სამუშაოებია.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები 9 ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით.
დროის აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც.
კერძოდ, N368 ავტობუსი 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად მოძრაობას გააგრძელებს აბაშის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლებარდეს, დავით გივიშვილის, სენაკის, ასხინის და ცაიშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება სალხინოს ქუჩას. ბოლო გაჩერებად განისაზღვრება ცხრა ძმის N147.
უკუმიმართულებით მოძრაობისას ავტობუსი 9 ძმის N147-დან სალხინოს, თეკლათის, ლებარდეს და აბაშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით სადგურის მოედნისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0