https://sputnik-georgia.com/20231030/bankirebi-repinansirebis-ganakvetis-shemcirebas-elodebian-283769514.html
ბანკირები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელოდებიან
ბანკირები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელოდებიან
Sputnik საქართველო
განაკვეთის შემცირება კარგი იქნება როგორც ბანკირებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T10:05+0400
2023-10-30T10:05+0400
2023-10-30T16:28+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/39/248783997_0:134:3001:1822_1920x0_80_0_0_d8be95ae424b0a68e13b1ec132b7cec5.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში არის რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი და ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს, განაცხადა „საქართველოს ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე ჩამოსწია. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში კი 10%-მდე შემცირდა. გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – განაკვეთი 10%-ის დონეზე დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტი ხელმძღვანელობდა დადებითი პროგნოზების ფონზე ინფლაციური ტენდენციების მაღალი გაურკვევლობით.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.ეროვნული ბანკის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში მიუახლოვდება მიზნობრივს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/39/248783997_196:0:2803:1955_1920x0_80_0_0_35fe718772b11f29ad301b577578d3b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
ბანკირები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელოდებიან
10:05 30.10.2023 (განახლებულია: 16:28 30.10.2023) განაკვეთის შემცირება კარგი იქნება როგორც ბანკირებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში არის რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი და ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს, განაცხადა „საქართველოს ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე ჩამოსწია. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში კი 10%-მდე შემცირდა.
გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – განაკვეთი 10%-ის დონეზე დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტი ხელმძღვანელობდა დადებითი პროგნოზების ფონზე ინფლაციური ტენდენციების მაღალი გაურკვევლობით.
„რადგან დღეს საქართველოში ინფლაციური ზეწოლა მოიხსნა, ვფიქრობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, რაც ძალიან კარგი იქნება ქართველი მომხმარებლებისა და ბიზნესმენებისთვის“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში მიუახლოვდება მიზნობრივს.