https://sputnik-georgia.com/20231029/tbilisis-centrsi-retro-avtomobilebis-gamofena-moewyo-283758569.html
თბილისის ცენტრში რეტრო ავტომობილების გამოფენა მოეწყო
თბილისის ცენტრში რეტრო ავტომობილების გამოფენა მოეწყო
Sputnik საქართველო
კლასიკური ავტომობილების დათვალიერება მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეუძლიათ. 29.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-29T15:15+0400
2023-10-29T15:15+0400
2023-10-29T15:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/19/266874423_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ee0036877a2392682c1eacf97db80aff.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რეტრო ავტომობილების გამოფენა მოეწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს გასული საუკუნის სხვადასხვა მარკის მანქანა ნახოს. გამოფენაზე 150 დასახელების უნიკალური მოდელია წარმოდგენილი. კლასიკური ავტომობილების დათვალიერება მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეუძლიათ.29 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე გამართული გრანდიოზული ფესტივალი HISTORIC FEST TBILISI 2023 სამ აქტივობას მოიცავს: ისტორიული ავტომობილების გამოფენა, ფესტივალი, ჯიმხანა (დრიფტი), მოტო-შეჯიბრი.საქართველოს პარლამენტმა კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა მიიღო, რომლის მიხედვით, კლასიკური ავტომობილები (40+ ასაკის) ცალკე კატეგორიად განისაზღვრა; გარდა ამისა, კანონი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, კლასიკური ავტომობილის განბაჟებისას აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, ახალი კანონმდებლობით, დარეგულირდა კლასიკური ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული ზღვრული გამონაბოლქვის საკითხი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/19/266874423_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_79ec4d1676c19a92d324efbf71e9ae41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის ცენტრში რეტრო ავტომობილების გამოფენა მოეწყო
კლასიკური ავტომობილების დათვალიერება მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეუძლიათ.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რეტრო ავტომობილების გამოფენა მოეწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს გასული საუკუნის სხვადასხვა მარკის მანქანა ნახოს. გამოფენაზე 150 დასახელების უნიკალური მოდელია წარმოდგენილი. კლასიკური ავტომობილების დათვალიერება მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეუძლიათ.
29 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე გამართული გრანდიოზული ფესტივალი HISTORIC FEST TBILISI 2023 სამ აქტივობას მოიცავს: ისტორიული ავტომობილების გამოფენა, ფესტივალი, ჯიმხანა (დრიფტი), მოტო-შეჯიბრი.
საქართველოს პარლამენტმა კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა მიიღო, რომლის მიხედვით, კლასიკური ავტომობილები (40+ ასაკის) ცალკე კატეგორიად განისაზღვრა; გარდა ამისა, კანონი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, კლასიკური ავტომობილის განბაჟებისას აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, ახალი კანონმდებლობით, დარეგულირდა კლასიკური ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული ზღვრული გამონაბოლქვის საკითხი.