ტრაგედია კახეთში - დედოფლისწყაროში სამი წლის ბავშვი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2023
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კახეთის რეგიონის სოფელ არხილოსკალოში უბედური შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტრაგიკული შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ვეფხვი და მოყმის" მემორიალთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მემორიალის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0