https://sputnik-georgia.com/20231029/kalaze-saqartvelom-statusis-misarebad-evropuli-sabwos-yvela-rekomendacia-seasrula-283759477.html
კალაძე: საქართველომ სტატუსის მისაღებად ევროპული საბჭოს ყველა რეკომენდაცია შეასრულა
კალაძე: საქართველომ სტატუსის მისაღებად ევროპული საბჭოს ყველა რეკომენდაცია შეასრულა
Sputnik საქართველო
ეს ნორმალური პროცესია, რომელიც გრძელდება და მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასატარებლად, განაცხადა კალაძემ. 29.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-29T17:35+0400
2023-10-29T17:35+0400
2023-10-29T17:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278974326_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_0e8e5d6ad8d9276028eb5c9acf901a0d.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე და ხვალინდელი დღის გაუმჯობესებისთვის რეფორმები გრძელდება, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ.ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს - ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.მისი თქმით, ბოლო დროს სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ ის დაიმსახურა, როგორც მას 2022 წლის ივნისში იმსახურებდა.„გახსოვთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. 12-პუნქტიანი გეგმა - ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული“, - განაცხადა კალაძემ.საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის იმედი აქვს, რომ ევროკომისია წარადგენს დადებით დასკვნას საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.ქადაგიშვილი: ქართული ოპოზიცია მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობს >>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.ამის შემდეგ მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე გაგრძელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278974326_116:174:1704:1365_1920x0_80_0_0_a90028ec39ff82e56756e3ac92d55c60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კახა კალაძე
კალაძე: საქართველომ სტატუსის მისაღებად ევროპული საბჭოს ყველა რეკომენდაცია შეასრულა
ეს ნორმალური პროცესია, რომელიც გრძელდება და მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასატარებლად, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე და ხვალინდელი დღის გაუმჯობესებისთვის რეფორმები გრძელდება, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს - ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
„შესრულებული იყო ყველა მითითება და ეს პროცესი გრძელდება. შეუძლებელია, შენ ევროინტეგრაციის გზაზე დღეს რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც გრძელდება და საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასატარებლად, რათა ხვალინდელი დღე იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს, გუშინ და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო დროს სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ ის დაიმსახურა, როგორც მას 2022 წლის ივნისში იმსახურებდა.
„გახსოვთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. 12-პუნქტიანი გეგმა - ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის იმედი აქვს, რომ ევროკომისია წარადგენს დადებით დასკვნას საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ამის შემდეგ მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე გაგრძელდა.