ევროპის ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიПеревод часов
Перевод часов - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2023
გამოწერა
ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში დრო ერთნაირად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კვირას ღამით თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ საათის ისრები ერთი საათით უკან გადაწია - ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ.
დრო ყველა სახელმწიფოში ერთდროულად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის. პროცესი ყოველთვის ერთ და იგივე დღეებში ხდება - მარტის და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს. კვირის ადრეული დილა იმიტომ შეირჩა, რადგან ყველაზე ნაკლებ დისკომფორტს იწვევს, რადგან ამ დღეს ტრაფიკი ყველაზე ნაკლებია.
საათის ისრების გადაწევა მთელს ევროკავშირშია მიღებული.
მსოფლიოში 150-ზე მეტი ქვეყანაა, რომელიც ამჟამად ზამთრის დროზე არ გადადის. ზაფხულის/ზამთრის დროზე გადადიან ძირითადად ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკის და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა, ასევე ავსტრალიის ნაწილი.
საქართველო ზამთრის დროზე არ გადადის. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ“ 2005 წლის 20 ოქტომბერს გამოიცა. შესაბამისად, საქართველოში ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს საათის ისრები ერთი საათით უკან მას მერე არ გადაწეულა.
ყველა ახალი ამბავი
0