https://sputnik-georgia.com/20231028/ukanono-nadiroba-saqartvelosi-or-tvesi-asobit-darrveva-dafiqsrda-283752434.html
უკანონო ნადირობა საქართველოში: ორ თვეში ასობით დარღვევა დაფიქსირდა
უკანონო ნადირობა საქართველოში: ორ თვეში ასობით დარღვევა დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ნადირობისას აკრძალული იარაღის გამოყენების ასობით ფაქტი გამოვლინდა 28.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-28T20:11+0400
2023-10-28T20:11+0400
2023-10-28T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_0:477:2708:2000_1920x0_80_0_0_981bd0d00d0a3460d7485d854fcc7db2.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 448 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა და ის 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს გაიხსნა.ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა იმერეთში (124), შემდეგ მცხეთა-მთიანეთი – 83;გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან 345 შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, ხუთმა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს.ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 338 აკრძალული მოწყობილობა.უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე) საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.საქართველოში ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_209:318:2452:2000_1920x0_80_0_0_b20451d5065ef2f38aeda5745ede4c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
უკანონო ნადირობა საქართველოში: ორ თვეში ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ნადირობისას აკრძალული იარაღის გამოყენების ასობით ფაქტი გამოვლინდა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 448 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა და ის 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს გაიხსნა.
ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა იმერეთში (124), შემდეგ მცხეთა-მთიანეთი – 83;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 82;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან 345 შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, ხუთმა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 338 აკრძალული მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე) საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
საქართველოში ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.