https://sputnik-georgia.com/20231028/saudis-arabetsi-soflis-meurneobis-saertasoriso-gamofenaze-qartuli-prodiqcia-gamocnda-283751477.html
საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია გამოჩნდა
საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია გამოჩნდა
Sputnik საქართველო
Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის... 28.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-28T18:10+0400
2023-10-28T18:10+0400
2023-10-28T18:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საუდის არაბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/14/271502080_0:176:2048:1328_1920x0_80_0_0_4141a67687784e9f4f73a36ba1fb188c.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.ქალაქ რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Saudi Agriculture International Trade Exhibition ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წარუდგინეს.მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ.„ჩვენთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშნელოვანია. საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ადგილობრივ სავაჭრო ქსელში ქართული პროდუქტი იყიდება, თუმცა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას როგორც საუდის არაბეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა წითლიძემ.საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიები - „აგროქიზიყი“, „წყალი მარგებელი“, „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ხონის პლანტაციები“, „კამპა“, „ჯიმანათსი“ და „ცეზარი“. მათ წარადგინეს ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენა მე-40-ედ ჩატარდა და მასში 40-მდე ქვეყანამ და 400-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 18.000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს - წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.Saudi Agriculture International Trade Exhibition 23 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/14/271502080_22:0:2026:1503_1920x0_80_0_0_9b46c3ecc6d9fcdb7e1b95567fd910ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი
საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია გამოჩნდა
Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ქალაქ რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Saudi Agriculture International Trade Exhibition ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წარუდგინეს.
მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ.
„ჩვენთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშნელოვანია. საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ადგილობრივ სავაჭრო ქსელში ქართული პროდუქტი იყიდება, თუმცა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას როგორც საუდის არაბეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა წითლიძემ.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიები - „აგროქიზიყი“, „წყალი მარგებელი“, „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ხონის პლანტაციები“, „კამპა“, „ჯიმანათსი“ და „ცეზარი“. მათ წარადგინეს ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.
Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენა მე-40-ედ ჩატარდა და მასში 40-მდე ქვეყანამ და 400-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 18.000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს - წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.
Saudi Agriculture International Trade Exhibition 23 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა.