რამდენი გზა აშენდა საქართველოში ბოლო პერიოდში: პრემიერ-მინისტრის ანგარიში

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2023
გამოწერა
გზების მშენებლობა მოქმედი ხელისუფლების პრიორიტეტია, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოში 193 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზები აშენდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის ახალი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მთავარი სატრანსპორტო არტერიის განვითარება, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 კმ ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
რიკოთის გზაზე ახალი მონაკვეთი გაიხსნა - თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდა >>
საქართველოს გავლით სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებამ დამატებითი მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით საქართველო გახდა შუა დერეფნის ნაწილი და აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით საქონლის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი.
ყველა ახალი ამბავი
0