მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

© Courtesy of Tengiz Archvadzeთენგიზ არჩვაძე
თენგიზ არჩვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2023
გამოწერა
ცნობილი მსახიობი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა, ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.
ცნობილი მსახიობი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო! მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - წერია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
© Courtesy of Tengiz Archvadzeთენგიზ არჩვაძე
თენგიზ არჩვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2023
თენგიზ არჩვაძე
1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“, და სხვ.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
ყველა ახალი ამბავი
0