https://sputnik-georgia.com/20231028/28-oqtombers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-283625978.html
28 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
28 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 28 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 28.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-28T00:15+0400
2023-10-28T00:15+0400
2023-10-28T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/29/233812950_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_5954af42a9d0bad06357e52a5fe6a56b.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.28 ოქტომბერს დაბადებულები28 ოქტომბერს აქტიური, ემოციური, ინტუიციის მქონე ადამიანები იბადებიან. ისინი მორიელის ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი გულღიაობით გამოირჩევიან. მათ არ ახასიათებს თავიანთი ემოციების შეკავება. გრძნობების დამალვა. ეს გულგახსნილობა ხანდახან მათთვის წამგებიანია, მაგრამ უნარი, რომ ცხოვრებისეულ გაუგებრობებს იუმორით შეხედონ, ამ ადამიანებს უსიამოვნებებთან გამკლავებაში ეხმარება.ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“>>ამ ადამიანებს არ ახასიათებს საკუთარ თავში ჩაკეტვა. ისინი უფრო ექსტრავერტები არიან, ვიდრე ინტროვერტები. ცხოვრებასა და სამუშაოზე ამ დღეს დაბადებულები მოხერხებულად უთავსებენ ერთმანეთს სტრატეგიასა და მოხერხებულობას. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, შედარებით იოლად მიაღწიონ წარმატებებს ნებისმიერ საქმეში.28 ოქტომბერს დაბადებული მორიელები, სხვა მორიელების მსგავსად, რთული, წინააღმდეგობრივი ნატურები არიან, ახასიათებთ სიხისტე, სიმტკიცე, პრინციპულობა, მაგრამ თავიანთი ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი სირბილით გამოირჩევიან - მათ შეუძლიათ კომპრომისებზე წასვლა და თან, კომპრომისული წინადადება თავად შესთავაზონ დაპირისპირებულ მხარეს.ამ დღეს დაბადებულები რაციონალიზმით გამოირჩევიან. შეუძლიათ ფულის განკარგვა. ფინანსური ბაზის შექმნა, შესაძლოა, მათი თვითმიზანი გახდეს. ასეთ შემთხვევებში ისინი ნამდვილი მატერიალისტები ხდებიან.28 ოქტომბერს დაბადებულები მუშაობისას დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ: მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა, ხარისხიანად მომზადება პროექტის წარმატებით რეალიზების გარანტია.ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც ხელქვეითის, ისე ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხელქვეითი მორიელი პასუხისმგებლიანი, პედანტურია, უფროსი კი - მომთხოვნი და მკაცრი.დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>ჯანმრთელობა28 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთი ჯანმრთელობის მიმართ ინტერესს იჩენენ, იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და ორგანიზმის ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებენ. ასევე ხშირად იტაცებთ ჯანმრთელობის შენარჩუნების ალტერნატიული მეთოდები. თვითმკურნალობა მათთვის ძალზე ცუდი შედეგების მომტანია - ეს უნდა გაითვალისწინონ.რჩევები:პედანტურობის გამო, შესაძლოა, სხვების ხუმრობის ობიექტი გახდეთ. აუცილებელია, ასე რამეებზე მშვიდად რეაგირება ისწავლოთ.
https://sputnik-georgia.com/20221023/morieli-zogadi-daxasiateba-zodiaqos-corpius-271531681.html
https://sputnik-georgia.com/20231024/zodiaqos-nisnebi-da-flirti-283593185.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/29/233812950_188:0:1313:844_1920x0_80_0_0_867eba6cba9328a274b8e26eb256a577.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
28 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 28 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე.
ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.
28 ოქტომბერს დაბადებულები
28 ოქტომბერს აქტიური, ემოციური, ინტუიციის მქონე ადამიანები იბადებიან. ისინი მორიელის ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი გულღიაობით გამოირჩევიან. მათ არ ახასიათებს თავიანთი ემოციების შეკავება. გრძნობების დამალვა. ეს გულგახსნილობა ხანდახან მათთვის წამგებიანია, მაგრამ უნარი, რომ ცხოვრებისეულ გაუგებრობებს იუმორით შეხედონ, ამ ადამიანებს უსიამოვნებებთან გამკლავებაში ეხმარება.
ამ ადამიანებს არ ახასიათებს საკუთარ თავში ჩაკეტვა. ისინი უფრო ექსტრავერტები არიან, ვიდრე ინტროვერტები. ცხოვრებასა და სამუშაოზე ამ დღეს დაბადებულები მოხერხებულად უთავსებენ ერთმანეთს სტრატეგიასა და მოხერხებულობას. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, შედარებით იოლად მიაღწიონ წარმატებებს ნებისმიერ საქმეში.
28 ოქტომბერს დაბადებული მორიელები, სხვა მორიელების მსგავსად, რთული, წინააღმდეგობრივი ნატურები არიან, ახასიათებთ სიხისტე, სიმტკიცე, პრინციპულობა, მაგრამ თავიანთი ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი სირბილით გამოირჩევიან - მათ შეუძლიათ კომპრომისებზე წასვლა და თან, კომპრომისული წინადადება თავად შესთავაზონ დაპირისპირებულ მხარეს.
ამ დღეს დაბადებულები რაციონალიზმით გამოირჩევიან. შეუძლიათ ფულის განკარგვა. ფინანსური ბაზის შექმნა, შესაძლოა, მათი თვითმიზანი გახდეს. ასეთ შემთხვევებში ისინი ნამდვილი მატერიალისტები ხდებიან.
28 ოქტომბერს დაბადებულები მუშაობისას დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ: მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა, ხარისხიანად მომზადება პროექტის წარმატებით რეალიზების გარანტია.
ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც ხელქვეითის, ისე ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხელქვეითი მორიელი პასუხისმგებლიანი, პედანტურია, უფროსი კი - მომთხოვნი და მკაცრი.
28 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთი ჯანმრთელობის მიმართ ინტერესს იჩენენ, იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და ორგანიზმის ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებენ. ასევე ხშირად იტაცებთ ჯანმრთელობის შენარჩუნების ალტერნატიული მეთოდები. თვითმკურნალობა მათთვის ძალზე ცუდი შედეგების მომტანია - ეს უნდა გაითვალისწინონ.
პედანტურობის გამო, შესაძლოა, სხვების ხუმრობის ობიექტი გახდეთ. აუცილებელია, ასე რამეებზე მშვიდად რეაგირება ისწავლოთ.