ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
საქართველოში უმეტესად სახმელეთო საზღვრების გავლით შემოდიან – უცხოელების საერთო რაოდენობის 68,6%.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ – 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს რუსეთის 1,1 მლნ მოქალაქე ეწვია, რაც 2022 წლის ცხრა თვის მონაცემზე 47,3%-ით მეტია და 4,7%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთლიანობაში საქართველოს წლის დასაწყისიდან 5,6 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – 23,1%-ით ნაკლები.
ვიზიტების საერთო რიცხვიდან 3,6 მლნ ტურისტული იყო, რაც გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით 35,2%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 91,6%-ით აღდგა.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით 2023 წლის იანვარ-სექტემბერში

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

ზრდა, %

რუსეთი

1.149,1

47,3

თურქეთი

1.081,4

99,0

სომხეთი

736,1

41,1

ისრაელი

182,6

17,5

აზერბაიჯანი

147,2

31,3

რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,6% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 30,5% შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 921,9 ათასმა ვიზიტორმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0