https://sputnik-georgia.com/20231027/statia-omis-kanonebis-sesaxeb-283711693.html
მიმოხილვა: თუ ომის კანონები დაგავიწყდათ, შეგახსენებენ
მიმოხილვა: თუ ომის კანონები დაგავიწყდათ, შეგახსენებენ
Sputnik საქართველო
დმიტრი კოსირევი 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T13:24+0400
2023-10-27T13:24+0400
2023-10-27T18:15+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283515355_0:96:3072:1823_1920x0_80_0_0_90aa743e96c1fe758d19378c755ccc32.jpg
დმიტრი კოსირევისტატიაში სათაურით „რა შეიძლება ისწავლოს ისრაელმა ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკის შეცდომებზე“, რომელსაც გამოცემა Foreign Affairs აქვეყნებს, საოცარი სიტყვების ამოკითხვა შეიძლება: ისრაელმა უნდა დაიცვას ომის კანონები და საერთაშორისო სამართალი, ასევე უნდა ამოვიდეს მორალური და სტრატეგიული მოსაზრებებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს ისრაელს.Რა ხდებაა? განა ომის კანონები და საერთაშორისო სამართალი ამ საკითხში კიდევ არსებობს? ბოლო წლების მოვლენები გვკარნახობს, რომ ეს ასე არ არის. და აქ ამერიკელი ქალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა Human Rights Watch-ში, განმარტავს: ასეთი კანონები არსებობს, უბრალოდ შეერთებულ შტატებს მათი დაცვა არ სურდა.თავად ორგანიზაციას, რბილად რომ ვთქვათ, რთული „სამსახურებრივი მონაცემები“ აქვს, მაგრამ კონკრეტულად ეს ქალი და ეს სტატია Foreign Affairs-ში ცალკე და კარგი შემთხვევაა, რომელიც მეტად სასიამოვნო ექსკურსიას ატარებს ისტორიაში.სასიამოვნოს, რადგან თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ომის კანონების მიღების ინიციატორია რუსეთი და პირადად მეფე ნიკოლოზ II. ეს გრძლად საამბობი ისტორიაა, რომელსაც ჰააგის 1899 და 1907 წლების კონფერენციები ჰქვია.ორივეს ჩატარება რუსეთმა მოითხოვა და დღის წესრიგიც ჩამოაყალიბა. ორივეს რუსეთის წარმომადგენელი თავმჯდომარეობდა. პირველ კონფერენციაზე მიიღეს კონვენცია სახმელეთო ომის კანონებისა და წესების შესახებ, მეორეზე კი ეს კანონები დაკონკრეტდა − მასში შევიდა სხვაობა კომბატანტებსა და არაკომბატანტებს შორის, მოსახლეობის უფლება პარტიზანული ომის წარმოებაზე, აიკრძალა იარაღისა და იმ ნივთიერებების გამოყენება, რომელიც ადამიანს ტანჯვას აყენებს.კანონგარეშედ გამოცხადდა სამხედრო საჭიროების გარეშე მტრის ქონების დატაცება და განადგურება, სამხედრო ტყვეების მკვლელობა. აიკრძალა ძარცვა და კერძო საკუთრების ჩამორთმევა, გაიწერა ყველა შესაძლო ზომის მიღება კულტურული ძეგლებისა და სამედიცინო დაწესებულებების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. სწორედ მაშინ გაჩნდა ომის დანაშაულის ცნება − ომის წესების დარღვევა.დიახ, ეს რუსეთმა დაიწყო. ჰააგა არის საერთაშორისო სამართლის საფუძველი ამ თემაზე, ხოლო ნიურნბერგის ტრიბუნალის შემდგომი კონვენციები ან გადაწყვეტილებები სწორედ ამ პირველწყაროდან გამომდინარეობს.ყველა ეს დებულება შევიდა 1912 წლის „რუსული არმიის „ნაკაზში“ სახმელეთო ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ“, საველე სამსახურის ქარტიის დანართში. იქ ვკითხულობთ, რომ ჯარებმა პატივი უნდა სცენ მტრული მხარის მცხოვრებთა სიცოცხლესა და ღირსებას, ასევე რელიგიასა და რწმენის წესებს, რომ ბრძოლის ველზე ნანახი დაჭრილი და ავადმყოფი სამხედროები იქიდან უნდა გაიყვანონ − მიუხედავად იმისა, თუ რომელ არმიას ეკუთვნიან ისინი.ტყვეებს ჰუმანურად უნდა მოექცნენ და ისეთსავე პირობებში ამყოფონ, როგორშიც რუსეთის არმიის სამხედროები იმყოფებიან. საომარი მოქმედებების დროს იკრძალება საწამლავის ან მოწამლული იარაღის გამოყენება, იარაღდაყრილი და დანებებული მტრის დაჭრა ან მოკვლა, იმ ქალაქებზე, სოფლებზე, სახლებსა თუ შენობებზე თავდასხმა ან მათი დაბომბვა, რომლებიც მტრის მიერ არ არის დაკავებული...და ეს „ნაკაზი“ აქამდე მუშაობს. ბოლო წლებში რუსეთმა ორჯერ დემონსტრაციულად აჩვენა, რომ თანამედროვე ომის წარმოება შესაძლებელია ასეთი წესების დაცვით. სირია: ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საბრძოლო ზონიდან გასასვლელად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაზე უარის თქმა, ამ თემებზე მოლაპარაკებების წარმოების ტექნოლოგიები და მრავალი სხვა. უკრაინა: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, საავადმყოფოებსა თუ კულტურულ ობიექტებზე თავდასხმაზე უარი, ჰუმანიტარული დერეფნები, ტყვეებისადმი ჰუმანური მოპყრობა.და ომში რუსი ჯარისკაცის ეს გამაღიზიანებლად სამაგალითო ქცევა ზოგიერთისთვის იმდენად სერიოზული საფრთხეა, რომ (სირიაში ჩვენი ქცევის გათვალისწინებით) წინასწარ შეიქმნა ამერიკულ-უკრაინული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც 180 გრადუსის პრინციპით მუშაობს − ანუ რეალური ფაქტების ამოყირავება.რატომ არის საფრთხე საერთაშორისო დოკუმენტებისადმი რუსეთის ერთგულება? აქ კვლავ უნდა მივმართოთ სტატიას, რომლითაც დავიწყეთ კიდეც საუბარი. ეს რეალურად იმაზეა, თუ როგორ იბრძვიან ამერიკელები. აქ კიდევ ერთხელ არის ტერორისტების წინააღმდეგ ომის ან ოპერაციების მისაღები მეთოდების სარკისებური ასახვა. გამოდის, რომ ამერიკელებისთვის შეიძლება ასეთი რამ: დაბომბონ მოსული და რაქა, გაანადგურონ სახლები, წყალმომარაგების სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა. და ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ სტატიაშია ჩამოთვლილი, რათა ამაყად გავიხსენოთ ერთი საოცარი ფაქტი, რომელთანაც სტატიის ავტორს აქვს კავშირი − მისი სახელია სარა იაგერი.ირკვევა, რომ HRW-მდე იგი პენტაგონში მუშაობდა ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლად; და ამ მუშაობის შედეგად იქ გასულ წელს ომის შემთხვევისთვის მიიღეს სამოქმედო გეგმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ზიანის შემცირების“ მიზნით; წელს კი მიიღეს დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებას აძლევს დაბლოკოს იარაღის გადაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს ზიანს აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას. და ახლა სარა ამბობს, რომ ისრაელი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეს დოკუმენტები უნდა გამოიყენონ.კი, მაგრამ, უკრაინასთან დაკავშირებით როგორაა საქმე − მას შეუძლია დაარღვიოს ყველა კანონი, წესი და კონვენცია? ან ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ იქ მომხდარის შესახებ ცრუ, ამოყირავებული სურათი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ეთერში? თუ შეერთებული შტატები ახლა წესების მიხედვით იომებს, ხოლო მისი პროტეჟეებისთვის ყველაფერი შეიძლება? კითხვები ბევრია...წყარო: „რია ნოვოსტი“რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283515355_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_25eaf82a5f0ac17cd8c74c6efb82315c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ისრაელი-ჰამასის ომი
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ისრაელი-ჰამასის ომი
სტატიაში სათაურით „რა შეიძლება ისწავლოს ისრაელმა ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკის შეცდომებზე“, რომელსაც გამოცემა
Foreign Affairs აქვეყნებს, საოცარი სიტყვების ამოკითხვა შეიძლება: ისრაელმა უნდა დაიცვას ომის კანონები და საერთაშორისო სამართალი, ასევე უნდა ამოვიდეს მორალური და სტრატეგიული მოსაზრებებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს ისრაელს.
Რა ხდებაა? განა ომის კანონები და საერთაშორისო სამართალი ამ საკითხში კიდევ არსებობს? ბოლო წლების მოვლენები გვკარნახობს, რომ ეს ასე არ არის. და აქ ამერიკელი ქალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა Human Rights Watch-ში, განმარტავს: ასეთი კანონები არსებობს, უბრალოდ შეერთებულ შტატებს მათი დაცვა არ სურდა.
თავად ორგანიზაციას, რბილად რომ ვთქვათ, რთული „სამსახურებრივი მონაცემები“ აქვს, მაგრამ კონკრეტულად ეს ქალი და ეს სტატია Foreign Affairs-ში ცალკე და კარგი შემთხვევაა, რომელიც მეტად სასიამოვნო ექსკურსიას ატარებს ისტორიაში.
სასიამოვნოს, რადგან თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ომის კანონების მიღების ინიციატორია რუსეთი და პირადად მეფე ნიკოლოზ II. ეს გრძლად საამბობი ისტორიაა, რომელსაც ჰააგის 1899 და 1907 წლების კონფერენციები ჰქვია.
ორივეს ჩატარება რუსეთმა მოითხოვა და დღის წესრიგიც ჩამოაყალიბა. ორივეს რუსეთის წარმომადგენელი თავმჯდომარეობდა. პირველ კონფერენციაზე მიიღეს კონვენცია სახმელეთო ომის კანონებისა და წესების შესახებ, მეორეზე კი ეს კანონები დაკონკრეტდა − მასში შევიდა სხვაობა კომბატანტებსა და არაკომბატანტებს შორის, მოსახლეობის უფლება პარტიზანული ომის წარმოებაზე, აიკრძალა იარაღისა და იმ ნივთიერებების გამოყენება, რომელიც ადამიანს ტანჯვას აყენებს.
კანონგარეშედ გამოცხადდა სამხედრო საჭიროების გარეშე მტრის ქონების დატაცება და განადგურება, სამხედრო ტყვეების მკვლელობა. აიკრძალა ძარცვა და კერძო საკუთრების ჩამორთმევა, გაიწერა ყველა შესაძლო ზომის მიღება კულტურული ძეგლებისა და სამედიცინო დაწესებულებების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. სწორედ მაშინ გაჩნდა ომის დანაშაულის ცნება − ომის წესების დარღვევა.
დიახ, ეს რუსეთმა დაიწყო. ჰააგა არის საერთაშორისო სამართლის საფუძველი ამ თემაზე, ხოლო ნიურნბერგის ტრიბუნალის შემდგომი კონვენციები ან გადაწყვეტილებები სწორედ ამ პირველწყაროდან გამომდინარეობს.
ყველა ეს დებულება შევიდა 1912 წლის „რუსული არმიის „ნაკაზში“ სახმელეთო ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ“, საველე სამსახურის ქარტიის დანართში. იქ ვკითხულობთ, რომ ჯარებმა პატივი უნდა სცენ მტრული მხარის მცხოვრებთა სიცოცხლესა და ღირსებას, ასევე რელიგიასა და რწმენის წესებს, რომ ბრძოლის ველზე ნანახი დაჭრილი და ავადმყოფი სამხედროები იქიდან უნდა გაიყვანონ − მიუხედავად იმისა, თუ რომელ არმიას ეკუთვნიან ისინი.
ტყვეებს ჰუმანურად უნდა მოექცნენ და ისეთსავე პირობებში ამყოფონ, როგორშიც რუსეთის არმიის სამხედროები იმყოფებიან. საომარი მოქმედებების დროს იკრძალება საწამლავის ან მოწამლული იარაღის გამოყენება, იარაღდაყრილი და დანებებული მტრის დაჭრა ან მოკვლა, იმ ქალაქებზე, სოფლებზე, სახლებსა თუ შენობებზე თავდასხმა ან მათი დაბომბვა, რომლებიც მტრის მიერ არ არის დაკავებული...
და ეს „ნაკაზი“ აქამდე მუშაობს. ბოლო წლებში რუსეთმა ორჯერ დემონსტრაციულად აჩვენა, რომ თანამედროვე ომის წარმოება შესაძლებელია ასეთი წესების დაცვით. სირია: ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საბრძოლო ზონიდან გასასვლელად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაზე უარის თქმა, ამ თემებზე მოლაპარაკებების წარმოების ტექნოლოგიები და მრავალი სხვა. უკრაინა: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, საავადმყოფოებსა თუ კულტურულ ობიექტებზე თავდასხმაზე უარი, ჰუმანიტარული დერეფნები, ტყვეებისადმი ჰუმანური მოპყრობა.
და ომში რუსი ჯარისკაცის ეს გამაღიზიანებლად სამაგალითო ქცევა ზოგიერთისთვის იმდენად სერიოზული საფრთხეა, რომ (სირიაში ჩვენი ქცევის გათვალისწინებით) წინასწარ შეიქმნა ამერიკულ-უკრაინული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც 180 გრადუსის პრინციპით მუშაობს − ანუ რეალური ფაქტების ამოყირავება.
რატომ არის საფრთხე საერთაშორისო დოკუმენტებისადმი რუსეთის ერთგულება? აქ კვლავ უნდა მივმართოთ სტატიას, რომლითაც დავიწყეთ კიდეც საუბარი. ეს რეალურად იმაზეა, თუ როგორ იბრძვიან ამერიკელები. აქ კიდევ ერთხელ არის ტერორისტების წინააღმდეგ ომის ან ოპერაციების მისაღები მეთოდების სარკისებური ასახვა. გამოდის, რომ ამერიკელებისთვის შეიძლება ასეთი რამ: დაბომბონ მოსული და რაქა, გაანადგურონ სახლები, წყალმომარაგების სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა. და ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ სტატიაშია ჩამოთვლილი, რათა ამაყად გავიხსენოთ ერთი საოცარი ფაქტი, რომელთანაც სტატიის ავტორს აქვს კავშირი − მისი სახელია სარა იაგერი.
ირკვევა, რომ HRW-მდე იგი პენტაგონში მუშაობდა ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლად; და ამ მუშაობის შედეგად იქ გასულ წელს ომის შემთხვევისთვის მიიღეს სამოქმედო გეგმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ზიანის შემცირების“ მიზნით; წელს კი მიიღეს დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებას აძლევს დაბლოკოს იარაღის გადაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს ზიანს აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას. და ახლა სარა ამბობს, რომ ისრაელი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეს დოკუმენტები უნდა გამოიყენონ.
კი, მაგრამ, უკრაინასთან დაკავშირებით როგორაა საქმე − მას შეუძლია დაარღვიოს ყველა კანონი, წესი და კონვენცია? ან ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ იქ მომხდარის შესახებ ცრუ, ამოყირავებული სურათი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ეთერში? თუ შეერთებული შტატები ახლა წესების მიხედვით იომებს, ხოლო მისი პროტეჟეებისთვის ყველაფერი შეიძლება? კითხვები ბევრია...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე