https://sputnik-georgia.com/20231027/ramdeni-fsiqotropuli-aftiaqi-gamoavlines-bolo-monacemebi-283727785.html
კანონდარღვევით მოქმედი რამდენი „ფსიქოტროპული აფთიაქია" გამოვლენილი - ბოლო მონაცემები
კანონდარღვევით მოქმედი რამდენი „ფსიქოტროპული აფთიაქია" გამოვლენილი - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კანონდარღვევით მოქმედი ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების გამოვლენის მიზნით. 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T17:59+0400
2023-10-27T17:59+0400
2023-10-27T20:47+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23290/16/232901610_0:83:1800:1096_1920x0_80_0_0_761674c87e3131722b97210f99dc36f7.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა წელს თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოავლინეს, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც. „სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალა ფარმაცევტული საქმიანობა", – აღნიშნულია ინფორმაციაში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23290/16/232901610_116:0:1685:1177_1920x0_80_0_0_d5a323cd47aeab16b249e45d1a4cb01a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება
კანონდარღვევით მოქმედი რამდენი „ფსიქოტროპული აფთიაქია" გამოვლენილი - ბოლო მონაცემები
17:59 27.10.2023 (განახლებულია: 20:47 27.10.2023) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კანონდარღვევით მოქმედი ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების გამოვლენის მიზნით.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა წელს თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოავლინეს, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.
ჯამში სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ.
„სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალა ფარმაცევტული საქმიანობა", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.