მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-მ სირიაში ობიექტებზე იერიში მიიტანა: პესკოვის კომენტარი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
პესკოვი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე რუსი სამხედროებს კონფლიქტში ვერ ჩაითრევენ
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ეს კრიტიკული დაძაბულობა და პალესტინა-ისრაელის ომი, რა თქმა უნდა, უფრო ფართო კონტექსტში რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს. ეს ძალიან ცუდია“, - პესკოვის სიტყვებს ციტირებს РИА Новости.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ რუსი სამხედროები შეიძლება ჩაერთონ კონფლიქტში, პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ამის საშიშროება არ არსებობს.
მანამდე, პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ სამხედრო ობიექტზე, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებენ. მისი თქმით, აშშ-ის ავიადარტყმები დაკავშირებული არაა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან.
ამასთან ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის ობიექტებზე შეტევა მხოლოდ და მხოლოდ ერაყსა და სირიაში განთავსებული ამერიკული პერსონალის დაცვას ემსახურებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0