სავსემთვარეობა და მთვარის ბოლო დაბნელება 2023 წლის 28 ოქტომბერს - როგორ მოვიქცეთ

© AFP 2024 / TIBTA PANGINმთვარის დაბნელება
მთვარის დაბნელება - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
14 ოქტომბერს 2023 წლის მზის ბოლო დაბნელება მოხდა და დაიწყო დაბნელებების დერეფანი, რომელიც 28 ოქტომბერს დასრულდება.
2023 წელს მთვარის მეორე და ბოლო დაბნელება 28 ოქტომბერს იქნება. ის დაასრულებს დაბნელებების დერეფანს, რომელიც 14 ოქტომბერს დაიწყო.
მზისა და მთვარის დაბნელება 6 თვეში ერთხელ ხდება ორკვირიანი სხვაობით. მზე, დედამიწა და მთვარე ამ მომენტებში ერთ ხაზზე ეწყობიან. თუ შუაში დედამიწა ხვდება, მაშინ მთვარის დაბნელებაა, ხოლო თუ მთვარე – მაშინ მზის დაბნელება.
მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობის დროს ხდება.
ამჯერად დედამიწა მთვარის მაქსიმუმ 6%-ს დაფარავს, ანუ მხოლოდ მის მცირე ნაწილს. ასეთი დაბნელება 2025 წლამდე აღარ იქნება.
მთვარის დაბნელება 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:01 საათზე დაიწყება, თავის მაქსიმუმს ის 29 ოქტომბრის 00:14 საათზე მიაღწევს და 02:26 საათზე დასრულდება. ანუ მთლიანობაში დაბნელების პერიოდი 4 საათსა და 25 წუთს გაგრძელდება.
დაბნელება მთლიანად გამოჩნდება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკის ძირითადად მთელ ტერიტორიაზე, ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში, წყნარი, ატლანტიკის, ინდოეთის ოკეანეებში, არქტიკასა და ანტარქტიდაში.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
მთვარის შემდეგი დაბნელება 2024 წლის 25 მარტს იქნება.
რისი გაკეთება არ შეიძლება მთვარის დაბნელების დღეს
მთვარის დაბნელებას ცხოვრებაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები მოაქვს. დაბნელება კუროს ნიშანში მოხდება, ამიტომ ზედაპირზე წამოიწევს ფინანსების, ომებისა და კრიზისების თემები.
მთვარის დაბნელება ადამიანზე მოქმედებს: ამ დღეს და მანამდე და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება გაუარესდეს ადამიანის მდგომარეობა, გაჩნდეს ემოციური არასტაბილურობა, ხანდახან – თავის ტკივილი, უძილობა.
როგორც წესი, ამ დროს ელექტრომოწყობილობები ხშირად გამოდის მწყობრიდან, შეიძლება დაიკარგოს რაღაც ნივთები, ხანდახან ჩნდება დეჟავუს განცდა. თუ ასეთი რამ დაგემართათ, დიდი ალბათობით, დასკვნები უნდა გამოიტანოთ – გამოასწოროთ წარსულის შეცდომები და თავი აარიდოთ ამ შეცდომების გამეორებას.
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>
რისი გაკეთება არ შეიძლება დაბნელების დროს:
დაუფიქრებელი ქცევა – ამან შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს;
ჩხუბი – ამ დროს შესაძლებელია პროვოკაციები;
რამე მოვლენაში საკუთარი ან სხვისი დადანაშაულება;
ზედმეტი დაძაბვა;
რისკზე წასვლა;
სამედიცინო პროცედურები;
ახალი სამსახურის დაწყება, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა;
რემონტი, სახლის საფუძვლიანი დალაგება, ავეჯის გადაადგილება.
ასტროლოგები გვირჩევენ, თუნდაც გეგმები წინასწარ გქონდეთ ჩანიშნული, ჯობს გადადოთ. ყურადღებით იყავი გზებზე – შესაძლებელია ავარიული ვითარებები.
მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2019
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე
რისი გაკეთება შეიძლება მთვარის დაბნელების დროს
ამ დღეს კარგია მოვლენების შეჯამება და დასკვნების გამოტანა. დააკვირდით საკუთარ ცხოვრებასა და მოვლენებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც გზაზე შეგხვდებიან – შესაძლოა, მათ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშონ. ეცადეთ ამ დღეს პოზიტივი შეიქმნათ და მოჭარბებული ენერგია შინაგან ზრდაზე, სულიერებაზე მიმართოთ.
რისი გაკეთება შეიძლება დაბნელების დღეს:
დროის ოჯახთან, ახლობლებთან ან მეგობრებთან გატარება;
ახალი პროექტების დაგეგმვა, იდეების წინ წაწევა;
ახალი ადამიანების გაცნობა;
თვითრეალიზება – შესაძლებელია კარგი შედეგების მიღება;
რაციონალური კვება და სრულფასოვანი დასვენება.
ამგვარად, ეს მთვარის დაბნელება დაასრულებს 2023 წლის დაბნელებების დერეფანს. 29 ოქტომბრიდან ცხოვრება ნელ-ნელა თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0