მესაზღვრეებმა თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოსული ოთხი ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო პუნქტი „სარფი"
საკონტროლო პუნქტი „სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
ბრალდებულებმა საქართველო-თურქეთის საზღვარი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთეს.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მესაზღვეებმა ოთხი უცხოელი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე „სარფისა" და ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს, ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ყველა ახალი ამბავი
0