https://sputnik-georgia.com/20231027/dedaqalaqis-centrshi-transportis-mozraoba-izgudeba-283736556.html
დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება HISTORIC FEST TBILISI 2023-ია. 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T20:00+0400
2023-10-27T20:00+0400
2023-10-27T21:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793466_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5deba9a409b5e015d4672ca76f68f367.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება გრანდიოზული ფესტივალი HISTORIC FEST TBILISI 2023. ღონისძიება სამ აქტივობას მოიცავს: 1. ისტორიული ავტომობილების გამოფენა, ფესტივალი, 2. ჯიმხანა (დრიფტი) 3. მოტო-შეჯიბრი. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.მერიის ინფორმაციით, დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება სრულად – რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გააგრძელებენ, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.აღნიშნული ღონისძიების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ:- ავტობუსი N308 ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას არ გაივლის რესპუბლიკის მოედანზე და მობრუნდება სამაიას ბაღთან, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას;- ავტობუსი N359 ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.- მიკროავტობუსები N457 და N528 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსები დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793466_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_3011e4ad8bedbfc4139f721a65922225.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
20:00 27.10.2023 (განახლებულია: 21:49 27.10.2023) მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება HISTORIC FEST TBILISI 2023-ია.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება გრანდიოზული ფესტივალი HISTORIC FEST TBILISI 2023. ღონისძიება სამ აქტივობას მოიცავს: 1. ისტორიული ავტომობილების გამოფენა, ფესტივალი, 2. ჯიმხანა (დრიფტი) 3. მოტო-შეჯიბრი. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.
მერიის ინფორმაციით, დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება სრულად – რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებები შოთა რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ. შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გააგრძელებენ, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
აღნიშნული ღონისძიების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ:
- ავტობუსი N308 ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას არ გაივლის რესპუბლიკის მოედანზე და მობრუნდება სამაიას ბაღთან, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას;
- ავტობუსი N359 ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.
- მიკროავტობუსები N457 და N528 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსები დადგენილი სქემით იმოძრავებენ.