https://sputnik-georgia.com/20231027/baidenma-aiatola-isviati-formit-gaafrtxila-283708188.html
ბაიდენმა აიათოლა იშვიათი ფორმით გააფრთხილა
ბაიდენმა აიათოლა იშვიათი ფორმით გააფრთხილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი იშვიათი ფორმით, პირადი მიმართვით გააფრთხილა... 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T11:40+0400
2023-10-27T11:40+0400
2023-10-27T17:29+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
ირანი
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
ჯო ბაიდენი
თეთრი სახლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276664101_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_1d82c336a8ed79622b8d320977eea96e.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი იშვიათი ფორმით, პირადი მიმართვით გააფრთხილა იმ თავდასხმების გამო, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ჯარებზე ხორციელდება ბოლო პერიოდში, განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე.ამასთან უცნობია, ბაიდენის გაფრთხილება მხოლოდ რეგიონში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებს ეხებოდა, თუ ისრაელი–„ჰამასის“ ომში ირანის პირდაპირ ჩარევასაც.აღსანიშნავია, რომ მანამდე, 25 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას პერსონალურად მიმართა აიათოლა ჰამენეის: ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი „შეფარულად დაემუქრა“ შეერთებულ შტატებს.ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ფონზე შესამჩნევად გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში განთავსებული ამერიკულ კონტინგენტზე, რასაც მანამდე ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. 17 ოქტომბრის შემდეგ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარები ერაყში 12-ჯერ, სირიაში კი 4-ჯერ დაცხრილეს. ამ თავდასხმების შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 21 კი მსუბუქად დაიჭრა. ამაზე საპასუხოდ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ ავიაიერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ სამხედრო ობიექტზე, რომლებსაც, პენტაგონის შეფის ლოიდ ოსტინის თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებენ.
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276664101_0:352:2261:2048_1920x0_80_0_0_e1a01f39e1a76f503fefcff7b3898108.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ირანი , პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ჯო ბაიდენი, თეთრი სახლი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ირანი , პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ჯო ბაიდენი, თეთრი სახლი
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი იშვიათი ფორმით, პირადი მიმართვით გააფრთხილა იმ თავდასხმების გამო, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ჯარებზე ხორციელდება ბოლო პერიოდში, განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე.
„ჰამენეის პირდაპირი შეტყობინება გადაეცა“, − აღნიშნა კირბიმ, თუმცა სხვა დეტალები, მათ შორის, თუ როგორ გადაეცა ეს გაფრთხილება აიათოლას, არ დაუკონკრეტებია.
ამასთან უცნობია, ბაიდენის გაფრთხილება მხოლოდ რეგიონში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებს ეხებოდა, თუ ისრაელი–„ჰამასის“ ომში ირანის პირდაპირ ჩარევასაც.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 25 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას პერსონალურად მიმართა აიათოლა ჰამენეის:
„ჩემი გაფრთხილება აიათოლას: თუ ისინი [ახლო აღმოსავლეთში განლაგებული] ჩვენი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობენ, ჩვენ მათ ვუპასუხებთ და აიათოლა მზად უნდა იყოს“.
ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი „შეფარულად დაემუქრა“ შეერთებულ შტატებს.
„ღიად ვეტყვი ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც ახლა პალესტინაში გენოციდს ხელმძღვანელობენ, რომ ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში. მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, მაშინ ცეცხლი არც მათ დაზოგავს“, − განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ფონზე შესამჩნევად გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში განთავსებული ამერიკულ კონტინგენტზე, რასაც მანამდე ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. 17 ოქტომბრის შემდეგ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარები ერაყში 12-ჯერ, სირიაში კი 4-ჯერ დაცხრილეს. ამ თავდასხმების შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 21 კი მსუბუქად დაიჭრა. ამაზე საპასუხოდ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ ავიაიერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ სამხედრო ობიექტზე, რომლებსაც, პენტაგონის შეფის ლოიდ ოსტინის თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებენ.