მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ირანთან დაკავშირებულ სამხედრო ობიექტებს უტევს: ლოიდ ოსტინი განცხადებას ავრცელებს

© AP Photo / Alex Brandonლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ სამხედრო ობიექტზე, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებენ, ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებაში.
პენტაგონის შეფის განმარტებით, აღნიშნული შეტევა არის პასუხი იმ თავდასხმების სერიებზე, რომლებიც ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ხორციელდება 17 ოქტომბრის შემდეგ.
ოსტინის ცნობით, სირიის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო იერიში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობით განხორციელდა.

„პრეზიდენტისთვის არ არსებობს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამერიკული პერსონალის უსაფრთხოებაა. დღევანდელი ქმედება მან იმისკენ მიმართა, რომ ცხადეყო − შეერთებული შტატები არ მოითმენს ასეთ თავდასხმებს და დაიცავს საკუთარ თავს, საკუთარ პერსონალსა და თავის ინტერესებს“, − აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

ამასთან ლოიდ ოსტინი ხაზს უსვამს, რომ აშშ არ ისწრაფვის კონფლიქტისკენ და შემდგომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის განზრახვა და სურვილი არ აქვს, მაგრამ ირანის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები ამერიკელ სამხედრო პერსონალზე სრულიად მიუღებელია.
„ირანს სურს დამალოს და უარყოს თავისი როლი ჩვენს ძალებზე თავდასხმაში. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. თუ ირანის მარიონეტები აშშ-ის ძალებზე თავდასხმებს განაგრძობენ, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“, − დაწერა ოსტინმა.
ამასთან პენტაგონის შეფი ხაზს უსვამს, რომ სირიის ობიექტებზე შეტევა მხოლოდ და მხოლოდ ერაყსა და სირიაში განთავსებული ამერიკული პერსონალის დაცვას ემსახურებოდა.
ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ფონზე შესამჩნევად გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ კონტინგენტზე, რასაც მანამდე ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარები ბოლო დღეებში ერაყში 12-ჯერ, სირიაში კი 4-ჯერ დაცხრილეს. ამ თავდასხმების შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 21 კი მსუბუქად დაიჭრა.
წყარო: U.S. Department of Defense
ყველა ახალი ამბავი
0