ლავროვი: რუსეთი მზად არის იმსჯელოს დასავლეთთან ევრაზიულ უსაფრთხოებაზე

© photo: Sputnik / Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთი მზად არის დასავლეთთან ევრაზიის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ, მაგრამ ახლა ამ საკითხზე ქვეყნების უმეტესობასთან კომუნიკაციის პერსპექტივა არ არსებობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მინსკში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.

„რაც შეეხება ევრაზიის კონტინენტზე ჩვენი დასავლელი მეზობლების დამოკიდებულებას ამ პერსპექტივის მიმართ, პრაქტიკულად მათი უმრავლესობა ჯერჯერობით აშკარად მთლიანად ექვემდებარება ვაშინგტონს, და დღეს მათ აბსოლუტურ უმრავლესობასთან მნიშვნელოვანი საუბრის პერსპექტივას ჩვენ ვერ ვხედავთ. მაგრამ, პრინციპში, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, თუ ჩვენი დასავლელი მეზობლები კონტინენტზე იპოვიან ძალას, გახდნენ დამოუკიდებლები“, − აღნიშნა ლავროვმა კონფერეციაზე სახელწოდებით „ევრაზიული უსაფრთხოება: რეალობა და პერსპექტივები ტრანსფორმირებად სამყაროში“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს „ტიტანური სამუშაოს“ ჩატარება მოუწევთ ევრაზიული უსაფრთხოების სისტემის ასაშენებლად.
ყველა ახალი ამბავი
0