საქართველოს პრემიერს აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობის იმედი აქვს

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კელი დეგნანი „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს ატარებს და მავნებლობით არის დაკავებული.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრის შემდეგ დადებით შთაბეჭდილებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომლებიც წინა ელჩის დროს მოხდა, მომავალში არ განმეორდება.
ამერიკელი დიპლომატი კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლების ღია კრიტიკით გამოირჩეოდა. ის აკრიტიკებდა კანონპროექტებს, პრაქტიკულად მხარი დაუჭირა საპროტესტო აქციებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ელექტრონული საარჩევნო სისტემას, რომლის განხორციელებაც სწორედ დასავლეთის მიერ იყო წახალისებული. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დეგნანი „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს ატარებს და მავნებლობით არის დაკავებული.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური ამ ადამიანის მიმართ. მანამდეც ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას. ვფიქრობ, მანამდე რაც იყო, ნეგატიური, უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც ამერიკის, არც საქართველოს ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „ეს უსიამოვნო პრეცედენტები აღარ განმეორდეს, რომლებიც წინა ელჩის პირობებში იყო“.
პრემიერმა დანიგანს „კარგი დასაწყისისთვის“ მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ შეერთებულ შტატებთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდება.
„ამერიკას ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ამიტომ ყოველგვარი ნეგატიური, უსიამოვნო თუ ხდებოდა ურთიერთობებში, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დანიგანი საქართველოში ჩამოვიდა და 12 სექტემბერს მუშაობას შეუდგა. ღარიბაშვილთან შეხვედრა 16 ოქტომბერს შედგა.
სიხარული ნაადრევია: აშშ-ის ახალი ელჩი „გლობალური ომის პარტიიდანაა“ - „ხალხის ძალა“ >>
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ რობინ დანიგანისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის ივლისში შეიქმნა და დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი დეპუტატებით. „ხალხის ძალამ“ საქმიანობა აშშ-ის ელჩის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო.
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია: „ქართულ ოცნებას" რადიკალური ცვლილებების იმედი აქვს>>
რაც შეეხება რობინ დანიგანს, „ხალხის ძალის“ აზრით, მას ისევე, როგორც მის წინამორბედს კელი დეგნანს, მჭიდრო კავშირები აქვს „გლობალური ომის პარტიის“ ამოცანების მთავარ შემსრულებლებთან. „ხალხის ძალა“ ამტკიცებს, რომ როგორც დეგნანი, ისე დანიგანი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის კადრები არიან. ნულანდი კი „გლობალური ომის პარტიის“ ხაზის მთავარი გამტარებელია და სისხლიანი ომებისა და რევოლუციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. ის გახლდათ უკრაინული „მაიდნის“ სულისჩამდგმელიც“, ამბობენ „ხალხის ძალაში“.
ყველა ახალი ამბავი
0