https://sputnik-georgia.com/20231026/rceva-msoblebs-rogor-davsvat-bavsvi-samecadinod-nervebis-suslelad-283682554.html
გენიალური მეთოდი: როგორ დავსვათ ბავშვი სამეცადინოდ ნერვების აუშლელად
გენიალური მეთოდი: როგორ დავსვათ ბავშვი სამეცადინოდ ნერვების აუშლელად
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. ბევრ მშობელს ნერვების ფასად უჯდება, რომ შვილს ხელში სასკოლო სახელმძღვანელო ააღებინოს, ხშირად საქმე ისტერიკამდეც კი მიდის... 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T15:10+0400
2023-10-26T15:10+0400
2023-10-26T20:14+0400
სასარგებლო რჩევები
ფსიქოლოგია
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283682307_0:236:1080:844_1920x0_80_0_0_113d06a93a4dedb1373899563894bac3.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. ბევრ მშობელს ნერვების ფასად უჯდება, რომ შვილს ხელში სასკოლო სახელმძღვანელო ააღებინოს, ხშირად საქმე ისტერიკამდეც კი მიდის, თუმცა ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, აცხადებენ სპეციალისტები.როგორც ირკვევა, ფსიქოლოგების პაციენტთა შორის მრავლად არიან დედები (და მამებიც), რომლებსაც შვილებთან გამკლავება, ანუ მათი სამეცადინოდ დასმა უჭირთ.ფსიქოლოგ კატერინა მურაშის თქმით, ასეთ კლიენტებს ის უპირველესად ბავშვის სამედიცინო ცნობას სთხოვს, რათა დაადგინოს, ხომ არ აქვს პატარა პაციენტს რაიმე ტიპის ნევროლოგიური დაავადება. პარალელურად კი იკვლევს:თუ ბავშვს არანაირი ნევროლოგიური დაავადება არ აღმოაჩნდება, ე.ი. მისი პრობლემა − უნებისყოფობაა. ამიტომ ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, გაავარჯიშებინონ ბავშვებს ნებისყოფა, რისთვისაც მათ რაღაც პერიოდი შვილზე „მიბმა“ დასჭირდებათ. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ზოგჯერ საკმარისია, რომ დედამ ან მამამ სამეცადინოდ დამჯდარ შვილს თავზე, ე.წ. საქოჩრეზე ხელი დაადოს და ასე ეჭიროს, სანამ ბავშვი მეცადინეობას არ მორჩება. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში პატარები ოციოდე წუთში ართმევენ თავს მცირე დავალებებს.გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვი თანდათან უნდა გადააჩვიოთ თავზე დგომას და დამოუკიდებლად მეცადინეობაზე გადაიყვანოთ. მაგალითად, პერიოდულად, ვთქვათ, თვეში ერთხელ, უთხრათ ხოლმე: შესაძლოა პირველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ამიტომ უთხარით ბავშვს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად „მომაგრებული“ და კიდევ ერთი თვე სჭირდება თქვენი თავზე დგომა.ჩაატარეთ ექსპერიმენტითუ ბავშვი ჯანმრთელია და არც პატივმოყვარეობა აკლია, კარგი იქნება, თუ ექსპერიმენტს ჩაატარებთ − ანუ მისცემთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რათა ნახოს, რა შეუძლია თვითონ.არა უშავს, თუ რამდენჯერმე სკოლაში დაიგვიანებს, ან დაბალ ნიშნებს მიიღებს. აქ მთავარი ისაა, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანი ნიშნის მოგება კი არ არის („ხედავ, რომ უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია?!“), არამედ ბავშვის შესაძლებლობების გამოკვლევა-დადგენა. შესაბამისად, წარუმატებლობის შემთხვევაში კი არ უნდა ეჩხუბოთ მას, არამედ უნდა უთხრათ: „ჩემი ბრალია. თურმე, ჩემი დახმარება გჭირდება და კარგია, რომ ეს გავარკვიეთ“.გახსოვდეთ: პატარა მოსწავლეებთან არანაირი თეორიული „ხელშეკრულებები“ არ მუშაობს — ეფექტი მხოლოდ პრაქტიკას აქვს!მოძებნეთ ალტერნატივათუ ბავშვს არც ნევროლოგიური აქვს რამე და არც პატივმოყვარეობა ჰყოფნის, მაშინ სკოლა „გვერდზე გაწიეთ“ − ისწავლოს ისე, როგორც შეუძლია და აკეთოს ის, რაც მეტად აინტერესებს და გამოსდის კიდეც.თუ ბავშვი რაიმე საქმეში უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, ის წარმატებულიც იქნება, მისი თვითშეფასებაც აიწევს და პასუხისმგებლობის გრძნობაც მოემატება.შეცვალეთ დამოკიდებულებაფსიქოლოგის თქმით, თუ ბავშვს ნევროლოგიური დაავადება აწუხებს, ხოლო მშობელს — ამბიცია („უბნის სკოლაში ხომ არ მივიყვან, რაიმე გამორჩეული მინდა“), აქ ბავშვს კი არა, უკვე მშობელს სჭირდება დახმარება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283682307_0:135:1080:945_1920x0_80_0_0_1379db54eecc4b9f28683f18bd5bf4d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ფსიქოლოგია , რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები , ფსიქოლოგია , რჩევები მშობლებს
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. ბევრ მშობელს ნერვების ფასად უჯდება, რომ შვილს ხელში სასკოლო სახელმძღვანელო ააღებინოს, ხშირად საქმე ისტერიკამდეც კი მიდის, თუმცა ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, აცხადებენ სპეციალისტები.
როგორც ირკვევა, ფსიქოლოგების პაციენტთა შორის მრავლად არიან დედები (და მამებიც), რომლებსაც შვილებთან გამკლავება, ანუ მათი სამეცადინოდ დასმა უჭირთ.
ფსიქოლოგ კატერინა მურაშის თქმით, ასეთ კლიენტებს ის უპირველესად ბავშვის სამედიცინო ცნობას სთხოვს, რათა დაადგინოს, ხომ არ აქვს პატარა პაციენტს რაიმე ტიპის ნევროლოგიური დაავადება. პარალელურად კი იკვლევს:
რამდენად პატივმოყვარეა ბავშვი, ანუ განიცდის თუ არა დაბალი ნიშნის მიღებას ან დაშვებულ შეცდომებს, თუ ეს მისთვის სულ ერთია;
ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბავშვმა გაკვეთილები მოამზადოს.
თუ ბავშვს არანაირი ნევროლოგიური დაავადება არ აღმოაჩნდება, ე.ი. მისი პრობლემა − უნებისყოფობაა. ამიტომ ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, გაავარჯიშებინონ ბავშვებს ნებისყოფა, რისთვისაც მათ რაღაც პერიოდი შვილზე „მიბმა“ დასჭირდებათ.
როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ზოგჯერ საკმარისია, რომ დედამ ან მამამ სამეცადინოდ დამჯდარ შვილს თავზე, ე.წ. საქოჩრეზე ხელი დაადოს და ასე ეჭიროს, სანამ ბავშვი მეცადინეობას არ მორჩება. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში პატარები ოციოდე წუთში ართმევენ თავს მცირე დავალებებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვი თანდათან უნდა გადააჩვიოთ თავზე დგომას და დამოუკიდებლად მეცადინეობაზე გადაიყვანოთ. მაგალითად, პერიოდულად, ვთქვათ, თვეში ერთხელ, უთხრათ ხოლმე:
„შეძლებ, რომ ლექსი უჩემოდ ისწავლო? დავალება კი ერთად დავწეროთ“;
„შეგიძლია თვითონ ამოხსნა მაგალითები? მერე კი ერთად შევამოწმოთ“... და ა.შ.
შესაძლოა პირველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ამიტომ უთხარით ბავშვს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად „მომაგრებული“ და კიდევ ერთი თვე სჭირდება თქვენი თავზე დგომა.
თუ ბავშვი ჯანმრთელია და არც პატივმოყვარეობა აკლია, კარგი იქნება, თუ ექსპერიმენტს ჩაატარებთ − ანუ მისცემთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რათა ნახოს, რა შეუძლია თვითონ.
არა უშავს, თუ რამდენჯერმე სკოლაში დაიგვიანებს, ან დაბალ ნიშნებს მიიღებს. აქ მთავარი ისაა, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანი ნიშნის მოგება კი არ არის („ხედავ, რომ უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია?!“), არამედ ბავშვის შესაძლებლობების გამოკვლევა-დადგენა. შესაბამისად, წარუმატებლობის შემთხვევაში კი არ უნდა ეჩხუბოთ მას, არამედ უნდა უთხრათ: „ჩემი ბრალია. თურმე, ჩემი დახმარება გჭირდება და კარგია, რომ ეს გავარკვიეთ“.
გახსოვდეთ: პატარა მოსწავლეებთან არანაირი თეორიული „ხელშეკრულებები“ არ მუშაობს — ეფექტი მხოლოდ პრაქტიკას აქვს!
თუ ბავშვს არც ნევროლოგიური აქვს რამე და არც პატივმოყვარეობა ჰყოფნის, მაშინ სკოლა „გვერდზე გაწიეთ“ − ისწავლოს ისე, როგორც შეუძლია და აკეთოს ის, რაც მეტად აინტერესებს და გამოსდის კიდეც.
თუ ბავშვი რაიმე საქმეში უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, ის წარმატებულიც იქნება, მისი თვითშეფასებაც აიწევს და პასუხისმგებლობის გრძნობაც მოემატება.
ფსიქოლოგის თქმით, თუ ბავშვს ნევროლოგიური დაავადება აწუხებს, ხოლო მშობელს — ამბიცია („უბნის სკოლაში ხომ არ მივიყვან, რაიმე გამორჩეული მინდა“), აქ ბავშვს კი არა, უკვე მშობელს სჭირდება დახმარება.