https://sputnik-georgia.com/20231026/qutaisis-moklemetrajiani-pilmebis-pestivali-dasrulda-283678901.html
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა - ვინ მოიპოვა „ოქროს დინოზავრი"
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა - ვინ მოიპოვა „ოქროს დინოზავრი"
Sputnik საქართველო
კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავდა საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისთვის – მასტერ-კლასებს, დისკუსიებსა და... 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T16:40+0400
2023-10-26T16:40+0400
2023-10-26T20:38+0400
საქართველო
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22796/35/227963592_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_6ce290c7607acbd5a538b245ffdc6523.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 20-25 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა, ჟიურიმ გამარჯვებულები სამ კატეგორიაში – „საუკეთესო ფილმი", „საუკეთესო რეჟისორი" და „საუკეთესო ოპერატორი" გამოავლინა. გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დინოზავრი" გადაეცათ. გარდა ამისა, ჟიურიმ მიხეილ კობახიძის სახელობის პრიზი „თეთრი ქოლგა" გადასცა ტან ჩე დინის ფილმს „ხაზზე დარჩით". ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ლიეტუველი რეჟისორის რიმანტას ოიჩენკოს ფილმმა „მოგზაურობა". წლევანდელ ფესტივალზე „ქვეყანა–ფოკუსის" სტატუსით წარმოდგენილი იყო ჩეხეთი, შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ახალი ჩეხური ფილმები. ასევე გაიმართა ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებები. აკერმანის ფილმების ჩვენებით ფესტივალმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ქალ-კინემატოგრაფისტთა ღვაწლს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავდა საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისთვის – მასტერ-კლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს. ყველა ღონისძიება კინოთეატრ „საქართველოში" გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22796/35/227963592_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_544b57074bfc6853052269b70c5d0e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა - ვინ მოიპოვა „ოქროს დინოზავრი"
16:40 26.10.2023 (განახლებულია: 20:38 26.10.2023) კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავდა საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისთვის – მასტერ-კლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს.
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 20-25 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა, ჟიურიმ გამარჯვებულები სამ კატეგორიაში – „საუკეთესო ფილმი", „საუკეთესო რეჟისორი" და „საუკეთესო ოპერატორი" გამოავლინა. გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დინოზავრი" გადაეცათ.
ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი" მთავარი პრიზი „ოქროს დინოზავრი" გადაეცა თურქ რეჟისორ რამაზან ქილიჩის ფილმისათვის „გაუგონარი ამბები".
ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი" გამარჯვებულად დასახელდა გიორგი თავართქილაძე ფილმისათვის „ამაღლება".
ნომინაციაში „საუკეთესო ოპერატორი" ჯილდო გადაეცა ოპერატორ ჰარშვირ ობერაის ფილმისათვის „ღამის ბურგერი".
გარდა ამისა, ჟიურიმ მიხეილ კობახიძის სახელობის პრიზი „თეთრი ქოლგა" გადასცა ტან ჩე დინის ფილმს „ხაზზე დარჩით".
ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ლიეტუველი რეჟისორის რიმანტას ოიჩენკოს ფილმმა „მოგზაურობა".
წლევანდელ ფესტივალზე „ქვეყანა–ფოკუსის" სტატუსით წარმოდგენილი იყო ჩეხეთი, შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ახალი ჩეხური ფილმები. ასევე გაიმართა ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებები. აკერმანის ფილმების ჩვენებით ფესტივალმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ქალ-კინემატოგრაფისტთა ღვაწლს.
კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავდა საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისთვის – მასტერ-კლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
ყველა ღონისძიება კინოთეატრ „საქართველოში" გაიმართა.