https://sputnik-georgia.com/20231026/premieri-regionshi-mshvidobistvis-saqartvelo-erevansa-da-baqos-shoris-shuamavlis-rols-sheasrulebs-283689947.html
პრემიერი: რეგიონში მშვიდობისთვის ჩვენ ერევანსა და ბაქოს შორის შუამავლის როლს შევასრულებთ
პრემიერი: რეგიონში მშვიდობისთვის ჩვენ ერევანსა და ბაქოს შორის შუამავლის როლს შევასრულებთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" დახმარებით მზადაა იმუშაოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამხრეთ კავკასიაში... 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T18:00+0400
2023-10-26T18:00+0400
2023-10-26T21:13+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სომხეთი
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283687013_48:0:1268:686_1920x0_80_0_0_c3044383438917ecb60fcff4ff30d464.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" დახმარებით მზადაა იმუშაოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე. ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას და დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს ჩვენს ქვეყნებს. საქართველომ 2015 წელს დააარსა თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს-წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. რიგით მეოთხე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დედაქალაქში 26-27 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 63 ქვეყნიდან დაახლოებით 2 ათასი დელეგატი მონაწილეობს. საქართველო მზადაა, გახდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი დიალოგის ადგილი>>>საქართველო არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, შეასრულოს შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. მოგვიანებით ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივით გამოვიდა – მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს. ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283687013_489:93:1280:686_1920x0_80_0_0_ec1e8840111ef35ba4791a164897fa94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" დახმარებით მზადაა იმუშაოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
„ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის" საფუძველზე მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. და დღეს მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს ორ ძვირფას კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას და დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს ჩვენს ქვეყნებს.
საქართველომ 2015 წელს დააარსა თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს-წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.
რიგით მეოთხე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დედაქალაქში 26-27 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 63 ქვეყნიდან დაახლოებით 2 ათასი დელეგატი მონაწილეობს.
საქართველო არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, შეასრულოს შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
მოგვიანებით ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივით გამოვიდა – მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.