https://sputnik-georgia.com/20231026/opoziciam-unda-miiros-monawileoba-rati-bregaze-rekomendaciebis-sesrulebaze-283695504.html
ოპოზიციამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა - რატი ბრეგაძე რეკომენდაციების შესრულებაზე
ოპოზიციამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა - რატი ბრეგაძე რეკომენდაციების შესრულებაზე
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის შუა რიცხვებში ელოდება. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T20:49+0400
2023-10-26T20:49+0400
2023-10-26T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133405_0:228:1920:1308_1920x0_80_0_0_6bf2ef1a4be3d56f21348a2ee24bebdf.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია დეპოლარიზაციის პირობის შესასრულებლად – ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობიდან ერთ-ერთი, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133405_437:228:1878:1308_1920x0_80_0_0_9759ce36ec882a23ad80cf99f263ff95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ოპოზიციამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა - რატი ბრეგაძე რეკომენდაციების შესრულებაზე
20:49 26.10.2023 (განახლებულია: 22:44 26.10.2023) საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის შუა რიცხვებში ელოდება.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია დეპოლარიზაციის პირობის შესასრულებლად – ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობიდან ერთ-ერთი, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ყველა ნაბიჯი არის გადადგმული ხელისუფლების მხრიდან 12 პუნქტის შესასრულებლად, დეპოლარიზაციას ჰყავს ორი მხარე. ერთი მხარე ვერც პოლარიზაციას მოახდენს და ვერც დეპოლარიზაციას. შესაბამისად, ამ პუნქტის შესრულებაში მათ შორის ოპოზიციამაც უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.