https://sputnik-georgia.com/20231026/nona-gaprindashvilma-seniorta-shoris-chempionis-tituli-merved-moipova-283674541.html
ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი +65 ასაკის ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონია. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T14:39+0400
2023-10-26T14:39+0400
2023-10-26T20:01+0400
საქართველო
იტალია
სპორტი
საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173100_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_f45c4cd0d4c9759a2cd2415d8b07e0dc.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, ნათქვამია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) განცხადებაში. იტალიის ქალაქ ტერასინში უფროს ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი 24 ოქტომბერს აიღო და ტურნირი 6 ნოემბრამდე გასტანს. გაფრინდაშვილი სენიორთა შორის მოქმედი ჩემპიონია, მას ეს ტიტული რვაჯერ აქვს მოპოვებული. პირველ ტურში გაფრინდაშვილმა გერმანელი მოჭადრაკე მირა კირზეკი დაამარცხა. ტურნირში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმაც. კერძოდ, სოფო ტერელაძემ რუმინელ მოჭადრაკე აურელიანა პანჩუს სძლია, +50 ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ სტურუამ კი ამერიკელი გლენ გრაცი დაამარცხა. ნონა გაფრინდაშვილი +65 ასაკის ქალთა შორის ჩემპიონი 1995, 2009, 2014-2016, 2018 და 2019 წლებში გახდა. 2020 და 2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი არ გამართულა. ამჟამინდელი ტურნირის ორგანიზატორები არიან ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია და იტალიის ჭადრაკის ფედერაცია UniChess-თან და Accademia Scacchistica Monrealese-თან ერთად.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173100_121:0:1901:1335_1920x0_80_0_0_72961c13ccc80c538543407fa577bf15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , სპორტი, საქართველოს სიამაყე, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , სპორტი, საქართველოს სიამაყე, ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
14:39 26.10.2023 (განახლებულია: 20:01 26.10.2023) ნონა გაფრინდაშვილი +65 ასაკის ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონია.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, ნათქვამია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) განცხადებაში.
იტალიის ქალაქ ტერასინში უფროს ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი 24 ოქტომბერს აიღო და ტურნირი 6 ნოემბრამდე გასტანს. გაფრინდაშვილი სენიორთა შორის მოქმედი ჩემპიონია, მას ეს ტიტული რვაჯერ აქვს მოპოვებული.
პირველ ტურში გაფრინდაშვილმა გერმანელი მოჭადრაკე მირა კირზეკი დაამარცხა. ტურნირში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმაც.
კერძოდ, სოფო ტერელაძემ რუმინელ მოჭადრაკე აურელიანა პანჩუს სძლია, +50 ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ სტურუამ კი ამერიკელი გლენ გრაცი დაამარცხა.
ნონა გაფრინდაშვილი +65 ასაკის ქალთა შორის ჩემპიონი 1995, 2009, 2014-2016, 2018 და 2019 წლებში გახდა. 2020 და 2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი არ გამართულა.
ამჟამინდელი ტურნირის ორგანიზატორები არიან ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია და იტალიის ჭადრაკის ფედერაცია UniChess-თან და Accademia Scacchistica Monrealese-თან ერთად.