https://sputnik-georgia.com/20231026/martlmormunetatvis-helouini-sruliad-miurebelia-sapatriarqo-283668501.html
მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია - საპატრიარქო
მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია - საპატრიარქო
Sputnik საქართველო
ჰელოუინს საქართველოში ძირითადად ახალგაზრდები აღნიშნავენ. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T13:26+0400
2023-10-26T13:26+0400
2023-10-26T18:06+0400
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121700_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_f250782b0714ef0842a103dd6dab1fb9.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჰელოუინი წლის ყველაზე მისტიკური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს, მისი აღნიშვნა უკვე წლებია, აქაც დაიწყო. საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ჰელოუინის შესახებ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთის სათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს. ჰელოუინის ისტორია და ტრადიციები>>როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე, XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში ჩამოყალიბდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121700_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_04c73f7aa41de1c86f2839b964fbd995.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია - საპატრიარქო
13:26 26.10.2023 (განახლებულია: 18:06 26.10.2023) ჰელოუინს საქართველოში ძირითადად ახალგაზრდები აღნიშნავენ.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰელოუინი წლის ყველაზე მისტიკური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს, მისი აღნიშვნა უკვე წლებია, აქაც დაიწყო.
„მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს. ამდენად, მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ჰელოუინის შესახებ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთის სათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე, XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში ჩამოყალიბდა.