https://sputnik-georgia.com/20231026/maik-jonsoni-axali-spikeri-283663194.html
მიღებულია პირველი რეზოლუცია: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ახალი სპიკერი ჰყავს - ვიდეო
მიღებულია პირველი რეზოლუცია: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ახალი სპიკერი ჰყავს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩია, რითაც დასრულდა 22-დღიანი ბატალიები. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T10:30+0400
2023-10-26T10:30+0400
2023-10-26T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d75544fda9c291c89e5c6f481b3c43fa.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩია, რითაც დასრულდა 22-დღიანი ბატალიები.გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონის კანდიდატურას 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო დემოკრატების კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრის 209 ხმა ერგო. გამარჯვებისთვის 217 ხმა იყო საკმარისი.როგორც BBC წერს, 51 წლის მაიკ ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. კერძოდ, ის ტრამპის იურისტთა გუნდის წევრი იყო და ექს-პრეზიდენტს იცავდა ორივე იმპიჩმენტის დროს. ამასთან ის მტკიცე კონსერვატორად მიიჩნევა, რომელიც მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებში ხისტ კონსერვატორულ პოზიციას იცავს. მაგალითად, ის ეწინააღმდეგება აბორტის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებას.გარდა ამისა, მაიკ ჯონსონი ცნობილია იმითაც, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია. მაგალითად, მან მხარი არ დაუჭირა კიევისთვის 40 მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას.BBC-ს ცნობით, წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერის ხელმძღვანელობით უკვე მიიღო პირველი საკანონმდებლო აქტი − რეზოლუცია, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ისრაელს „ჰამასის“ ტერორისტებთან ბრძოლაში“.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სამი კვირის განმავლობაში ეძებდა ყოფილი სპიკერის კევინ მაკარტის შემცვლელს, რომელიც რესპუბლიკელების მემარჯვენე ფრთისა და დემოკრატთა ძალისხმევით მოხსნეს სპიკერის პოსტიდან.მანამდე ფრაქციის პირველმა კანდიდატმა სტივ სკალისმა არჩევნების წინა დღეს მოხსნა თავისი კანდიდატურა, მეორემ − ჯიმ ჯორდანმა კენჭისყრის სამი ტური წააგო, ხოლო მესამემ, ტომ ემერმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_288bc78e8a81f3c9eed0d88d21b8b800.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩია, რითაც დასრულდა 22-დღიანი ბატალიები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონის კანდიდატურას 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო დემოკრატების კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრის 209 ხმა ერგო. გამარჯვებისთვის 217 ხმა იყო საკმარისი.
როგორც BBC წერს, 51 წლის მაიკ ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. კერძოდ, ის ტრამპის იურისტთა გუნდის წევრი იყო და ექს-პრეზიდენტს იცავდა ორივე იმპიჩმენტის დროს. ამასთან ის მტკიცე კონსერვატორად მიიჩნევა, რომელიც მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებში ხისტ კონსერვატორულ პოზიციას იცავს. მაგალითად, ის ეწინააღმდეგება აბორტის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებას.
გარდა ამისა, მაიკ ჯონსონი ცნობილია იმითაც, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია. მაგალითად, მან მხარი არ დაუჭირა კიევისთვის 40 მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას.
BBC-ს ცნობით, წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერის ხელმძღვანელობით უკვე მიიღო პირველი საკანონმდებლო აქტი − რეზოლუცია, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ისრაელს „ჰამასის“ ტერორისტებთან ბრძოლაში“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სამი კვირის განმავლობაში ეძებდა ყოფილი სპიკერის კევინ მაკარტის შემცვლელს, რომელიც რესპუბლიკელების მემარჯვენე ფრთისა და დემოკრატთა ძალისხმევით მოხსნეს სპიკერის პოსტიდან.
მანამდე ფრაქციის პირველმა კანდიდატმა სტივ სკალისმა არჩევნების წინა დღეს მოხსნა თავისი კანდიდატურა, მეორემ − ჯიმ ჯორდანმა კენჭისყრის სამი ტური წააგო, ხოლო მესამემ, ტომ ემერმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.