https://sputnik-georgia.com/20231026/kanonis-uzenaesobis-reitingsi-evrokavsiris-da-natos-rig-qveyanas-vuswrebt-premieri-283658583.html
კანონის უზენაესობის რეიტინგში ევროკავშირისა და ნატოს რიგ ქვეყანას ვუსწრებთ - პრემიერი
კანონის უზენაესობის რეიტინგში ევროკავშირისა და ნატოს რიგ ქვეყანას ვუსწრებთ - პრემიერი
Sputnik საქართველო
ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შედგენილი რეიტინგების მიხედვით, საქართველო „არის მოწინავე ყველა პარამეტრით“, განაცხადა ღარიბაშვილმა. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T10:41+0400
2023-10-26T10:41+0400
2023-10-26T16:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1b/278062230_270:349:1444:1010_1920x0_80_0_0_204b1b2e62827d3e653999840adb35ac.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კანონის უზენაესობის ახალი საერთაშორისო რეიტინგი, რომელშიც საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთ ქვეყანას უსწრებს, არის პასუხი იმ სპეკულაციებზე, თითქოს ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველომ 142-დან 58-ე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ასევე ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას (ბულგარეთსა და უნგრეთს) და ნატოს ხუთ ქვეყანას (მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უნგრეთს, ალბანეთსა და თურქეთს).მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შედგენილი რეიტინგების მიხედვით, საქართველო „არის მოწინავე ყველა პარამეტრით“.„ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, სტაბილურობა, კეთილდღეობა, მეტი ეკონომიკური წინსვლა და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველამ უნდა იზეიმოს მორიგი წარმატება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.მან აღნიშნა, რომ არ უნდა დაასწროს მოვლენებს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. ოპტიმიზმის საფუძველს კი აძლევს საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო, ასევე მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკურ ვითარება, ასევე ის, რომ შარშან მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია-ჰერცეგოვინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომლებსაც, ღარიბაშვილის თქმით, საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ საქართველოსთან შედარებით და დღესაც აქვთ.ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1b/278062230_280:337:1270:1079_1920x0_80_0_0_b388a33c3ce80d3286383f0082a4f56f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
კანონის უზენაესობის რეიტინგში ევროკავშირისა და ნატოს რიგ ქვეყანას ვუსწრებთ - პრემიერი
10:41 26.10.2023 (განახლებულია: 16:09 26.10.2023) ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შედგენილი რეიტინგების მიხედვით, საქართველო „არის მოწინავე ყველა პარამეტრით“, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კანონის უზენაესობის ახალი საერთაშორისო რეიტინგი, რომელშიც საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთ ქვეყანას უსწრებს, არის პასუხი იმ სპეკულაციებზე, თითქოს ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველომ 142-დან 58-ე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ასევე ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას (ბულგარეთსა და უნგრეთს) და ნატოს ხუთ ქვეყანას (მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უნგრეთს, ალბანეთსა და თურქეთს).
„კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს. ესეც არის პასუხი იმ დიდხნიანი დეზინფორმაციული, ნეგატიური, ანტიქართული კამპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ გამოწვევები არის კანონის უზენაესობის სფეროში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შედგენილი რეიტინგების მიხედვით, საქართველო „არის მოწინავე ყველა პარამეტრით“.
„ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, სტაბილურობა, კეთილდღეობა, მეტი ეკონომიკური წინსვლა და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველამ უნდა იზეიმოს მორიგი წარმატება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია და, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელშემშლელი გარემოებები არსებობდა, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ არ უნდა დაასწროს მოვლენებს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. ოპტიმიზმის საფუძველს კი აძლევს საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო, ასევე მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკურ ვითარება, ასევე ის, რომ შარშან მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია-ჰერცეგოვინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომლებსაც, ღარიბაშვილის თქმით, საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ საქართველოსთან შედარებით და დღესაც აქვთ.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.