https://sputnik-georgia.com/20231026/baideni-darupuli-palestinelebis-sesaxeb-monacemebs-ar-endoba-283687951.html
ბაიდენი დაღუპული პალესტინელების შესახებ მონაცემებს არ ენდობა
ბაიდენი დაღუპული პალესტინელების შესახებ მონაცემებს არ ენდობა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინის მხარის მიერ მოწოდებული მონაცემები ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სანდოდ არ მიმაჩნია, განაცხადა აშშ-ის... 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T17:19+0400
2023-10-26T17:19+0400
2023-10-26T20:47+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
აშშ
ჯო ბაიდენი
პოლიტიკა
პალესტინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275162729_553:901:2593:2048_1920x0_80_0_0_7e3122313279a6921d000aa8715b8349.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინის მხარის მიერ მოწოდებული მონაცემები ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სანდოდ არ მიმაჩნია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით („ჰამასის“ სტრუქტურა), 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სარაკეტო შეტევების შედეგად 6.500 პალესტინელია დაღუპული. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა − ამ მონაცემების სხვაგან გადამოწმება შეუძლებელია.თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა დაღუპულთა ესოდენ დიდი რაოდენობა (რომელთა შორის, „ჰამასის“ განცხადებით, დაახლოებით 2.700 ბავშვია), რომ ისრაელი უგულებელყოფს აშშ-ის მოთხოვნებს, მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში.მისი თქმით, ისრაელელებს წარმოუდგენელი „აკურატულობის“ გამოჩენა უწევთ იმისთვის, რომ „სწორედ იმ ბიჭებზე ფოკუსირდნენ, რომლებმაც დაიწყეს კიდეც ეს ომი ისრაელის წინააღმდეგ. და როცა ასე ვერ ხერხდება, ეს აბსოლუტურად არ შედის ისრაელის ინტერესებში“ბაიდენს არ განუმარტავს, რატომ აქვს ესოდენ სკეპტიკური დამოკიდებულება ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მიმართ, როცა „ჰამასი“ ირწმუნება, რომ მის მიერ მიწოდებული ცნობები ზუსტია.აღსანიშნავია, რომ მანამდე დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „ჰამასმა“ საგრძნობლად გაბერა ალ-აჰლის საავადმყოფოს ინციდენტისას დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც ისევ მათ მიერ არასწორად გაშვებული რაკეტა მოხვდა.
აშშ
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275162729_576:540:2586:2048_1920x0_80_0_0_101289fc1c53e1a3aef69e0ab42d971f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , ჯო ბაიდენი, პოლიტიკა, პალესტინა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , ჯო ბაიდენი, პოლიტიკა, პალესტინა
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინის მხარის მიერ მოწოდებული მონაცემები ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სანდოდ არ მიმაჩნია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით („ჰამასის“ სტრუქტურა), 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სარაკეტო შეტევების შედეგად 6.500 პალესტინელია დაღუპული. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა − ამ მონაცემების სხვაგან გადამოწმება შეუძლებელია.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა დაღუპულთა ესოდენ დიდი რაოდენობა (რომელთა შორის, „ჰამასის“ განცხადებით, დაახლოებით 2.700 ბავშვია), რომ ისრაელი უგულებელყოფს აშშ-ის მოთხოვნებს, მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში.
„წარმოდგენა არ მაქვს, ამბობენ თუ არა პალესტინელები სიმართლეს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა. ეჭვი არ მეპარება, რომ დაღუპულებს შორის უდანაშაულო ადამიანები არიან, მაგრამ ასეთია ომის გაჩაღების ფასი. <...> არანაირად არ ვენდობი ციფრებს, რომლებსაც პალესტინელები აცხადებენ“, − უპასუხა ბაიდენმა შეკითხვას.
მისი თქმით, ისრაელელებს წარმოუდგენელი „აკურატულობის“ გამოჩენა უწევთ იმისთვის, რომ „სწორედ იმ ბიჭებზე ფოკუსირდნენ, რომლებმაც დაიწყეს კიდეც ეს ომი ისრაელის წინააღმდეგ. და როცა ასე ვერ ხერხდება, ეს აბსოლუტურად არ შედის ისრაელის ინტერესებში“
ბაიდენს არ განუმარტავს, რატომ აქვს ესოდენ სკეპტიკური დამოკიდებულება ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მიმართ, როცა „ჰამასი“ ირწმუნება, რომ მის მიერ მიწოდებული ცნობები ზუსტია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „ჰამასმა“ საგრძნობლად გაბერა ალ-აჰლის საავადმყოფოს ინციდენტისას დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც ისევ მათ მიერ არასწორად გაშვებული რაკეტა მოხვდა.