https://sputnik-georgia.com/20231026/26-oqtombers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-283625194.html
26 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
26 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 26 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T00:15+0400
2023-10-26T00:15+0400
2023-10-26T09:39+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/01/250511961_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f84a7e7df81459da0ff3e1617e96e8c2.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.26 ოქტომბერს დაბადებულები26 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე მიზანსწრაფული და შრომისუნარიანი ადამიანები არიან. მათ ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ; შეუსრულებელი სამუშაო მათთვის არ არსებობს; პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად ისინი ბევრ დროსა და დიდი ძალას ხარჯავენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათი მუშაობის შედეგი უზადო იყოს.ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა>>26 ოქტომბერს დაბადებულები ლიდერობისკენ ისწრაფვიან. არიან ძლიერი ადამიანები; ხანდახან სისასტიკეც სჩვევიათ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, შეინარჩუნონ ავტორიტეტი და ადამიანებს წინ გაუძღვნენ. ამ დღეს დაბადებულები აფასებენ სტატუსსა და ძალაუფლებას; მეორე პლანის როლი მათთვის არაა.26 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ისწრაფვიან წარმატების, ფულის, ძალაუფლებისკენ. არიან ამბიციური კარიერისტები და მიზნის მისაღწევად ბევრი რამისთვის არიან მზად. კონკურენტებისთვის სერიოზულ მეტოქეებს წარმოადგენენ, ხოლო თანამოაზრეებისთვის - ერთგულ მოკავშირეებს.ამ დღეს დაბადებულები მომთხოვნი არიან როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ; შეცდომებს არ პატიობენ, არ იძლევიან მეორე შანსს.26 ოქტომბერს დაბადებულები ნიჭიერი რეფორმატორები არიან. შეუძლიათ და უყვართ არსებული სისტემის რეორგანიზება. ლიდერის თვისებები ეხმარებათ, რომ დაარწმუნონ ადამიანები რეფორმების აუცილებლობასა და მათ ეფექტურობაში.ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის არ იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებს. ისინი ისწრაფვიან ავტორიტეტული თანამდებობისკენ (ექსპერტი, მთავარი კონსულტანტი და სხვა). ასეთი სამუშაო მათ სტიმულს აძლევს, რომ მიაღწიონ ახალ მიზნებსა და პროფესიულ ზრდას.დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>ჯანმრთელობა26 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას სულ არ აქცევენ. მათთვის განსაკუთრებით საშიშია არარეგულარული კვება - კუჭი მათი მთავარი პრობლემური ორგანოა, რომელიც, შესაძლოა, დაზიანდეს ან ზედმეტი ჭამით, ან უჭმელობით, ან არაჯანსაღი საკვებით. ასევე ამ ადამიანებს ჭარბი ენერგია აქვთ, რომელიც, ჯობს, ფიზიკურ დატვირთვებში დახარჯონ.რჩევა:თქვენ გიყვართ და შეგიძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მაგრამ გუნდურ მუშაობას ხშირად მეტი ეფექტი მოაქვს. გაითვალისწინეთ ეს პროექტების რეალიზებისას.
https://sputnik-georgia.com/20221023/morieli-zogadi-daxasiateba-zodiaqos-corpius-271531681.html
https://sputnik-georgia.com/20231024/zodiaqos-nisnebi-da-flirti-283593185.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/01/250511961_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7cf62ba721da91067513220277acf228.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
26 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
00:15 26.10.2023 (განახლებულია: 09:39 26.10.2023) გაეცანით 26 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე.
ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.
26 ოქტომბერს დაბადებულები
26 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე მიზანსწრაფული და შრომისუნარიანი ადამიანები არიან. მათ ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ; შეუსრულებელი სამუშაო მათთვის არ არსებობს; პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად ისინი ბევრ დროსა და დიდი ძალას ხარჯავენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათი მუშაობის შედეგი უზადო იყოს.
26 ოქტომბერს დაბადებულები ლიდერობისკენ ისწრაფვიან. არიან ძლიერი ადამიანები; ხანდახან სისასტიკეც სჩვევიათ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, შეინარჩუნონ ავტორიტეტი და ადამიანებს წინ გაუძღვნენ. ამ დღეს დაბადებულები აფასებენ სტატუსსა და ძალაუფლებას; მეორე პლანის როლი მათთვის არაა.
26 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ისწრაფვიან წარმატების, ფულის, ძალაუფლებისკენ. არიან ამბიციური კარიერისტები და მიზნის მისაღწევად ბევრი რამისთვის არიან მზად. კონკურენტებისთვის სერიოზულ მეტოქეებს წარმოადგენენ, ხოლო თანამოაზრეებისთვის - ერთგულ მოკავშირეებს.
ამ დღეს დაბადებულები მომთხოვნი არიან როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ; შეცდომებს არ პატიობენ, არ იძლევიან მეორე შანსს.
26 ოქტომბერს დაბადებულები ნიჭიერი რეფორმატორები არიან. შეუძლიათ და უყვართ არსებული სისტემის რეორგანიზება. ლიდერის თვისებები ეხმარებათ, რომ დაარწმუნონ ადამიანები რეფორმების აუცილებლობასა და მათ ეფექტურობაში.
ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის არ იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებს. ისინი ისწრაფვიან ავტორიტეტული თანამდებობისკენ (ექსპერტი, მთავარი კონსულტანტი და სხვა). ასეთი სამუშაო მათ სტიმულს აძლევს, რომ მიაღწიონ ახალ მიზნებსა და პროფესიულ ზრდას.
26 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას სულ არ აქცევენ. მათთვის განსაკუთრებით საშიშია არარეგულარული კვება - კუჭი მათი მთავარი პრობლემური ორგანოა, რომელიც, შესაძლოა, დაზიანდეს ან ზედმეტი ჭამით, ან უჭმელობით, ან არაჯანსაღი საკვებით. ასევე ამ ადამიანებს ჭარბი ენერგია აქვთ, რომელიც, ჯობს, ფიზიკურ დატვირთვებში დახარჯონ.
თქვენ გიყვართ და შეგიძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მაგრამ გუნდურ მუშაობას ხშირად მეტი ეფექტი მოაქვს. გაითვალისწინეთ ეს პროექტების რეალიზებისას.