მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რესპუბლიკელებმა სპიკერად ტრამპის მომხრე კონგრესმენი წარადგინეს

© photo: Sputnik / Alex Agarishev
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკურმა უმრავლესობამ სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატად კონგრესმენი მაიკ ჯონსონი დაასახელა, წერს მისი კოლეგა ელისე სტეფანიკი X-ის აკაუნტზე.

„ვულოცავ სპიკერობის კანდიდატ კონგრესმენ მაიკ ჯონსონს“, − დაწერა სტაფენიკმა ფრაქციის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ.

თავად ჯონსონმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რესპუბლიკელი კოლეგებისგან მხარდაჭერა აქვს და „ძალიან დარწმუნებულია“, რომ ხმათა საჭირო რაოდენობას მიიღებს.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზეა (თბილისის დროით 20:00 სთ) მოსალოდნელი.
უკვე სამი კვირაა, რაც წარმომადგენელთა პალატა ყოფილი სპიკერის კევინ მაკარტის შემცვლელს ეძებს, რომელიც რესპუბლიკელების მემარჯვენე ფრთისა და დემოკრატთა ძალისხმევით მოხსნეს სპიკერის პოსტიდან.
ფრაქციის პირველმა კანდიდატმა სტივ სკალისმა არჩევნების წინა დღეს მოხსნა თავისი კანდიდატურა, მეორემ − ჯიმ ჯორდანმა კენჭისყრის სამი ტური წააგო, ხოლო მესამემ, ტომ ემერმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
მაიკ ჯონსონი 51 წლისაა. ის უკვე მეოთხე ვადით წარმოადგენს კონგრესის ქვედა პალატაში ლუიზიანის შტატს. ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0