https://sputnik-georgia.com/20231025/saeklesio-kalendari-25-oqtomberi-283623768.html
საეკლესიო კალენდარი: 25 ოქტომბერი
საეკლესიო კალენდარი: 25 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ოქტომბერს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს მოწამეთა: პროვოსის, ტარახოსის და ანდრონიკეს... 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T09:00+0400
2023-10-25T09:00+0400
2023-11-03T15:54+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356953_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_02e62265e4e7255d52d1344f503523ed.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისაიერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში.463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების ლაშქარი. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი კორსუნში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალნათელღებულ მოციქულთასწორ მთავარ ვლადიმირს უბოძეს. როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა ხატი მათ გადასცა საჩუქრად. 1571 წელს ივანე მრისხანემ დაარბია ქალაქი და სიწმიდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. ნაპოლეონის თავდასხმის შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უკვალოდ გაქრა. სანაცვლოდ მიძინების ტაძარში მისი ზუსტი ასლი იქნა დასვენებული. წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკეწმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი. გაბოროტებულმა ჯალათებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდანთა ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს.ღირსი კოზმა - მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელიღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები. წმიდა მოწამე დომნიკაწმიდა მოწამე დომნიკა კილიკიის ქალაქ ანაზარვში ეწამა ქრისტესთვის 286 წელს. მმართველ ლისიუსის ბრძანებით ჯალათებმა იგი სასტიკად აწამეს. ბოლოს ქრისტეს მხევალი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც 64 წლის ასაკში.ღირსი კოზმა - მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელიღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20231024/saeklesio-kalendari-24-oqtomberi-283549146.html
https://sputnik-georgia.com/20231023/saeklesio-kalendari-23-oqtomberi-283530749.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356953_185:0:2916:2048_1920x0_80_0_0_8085663734e0ab9618bcc568694dd6f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 25 ოქტომბერი
09:00 25.10.2023 (განახლებულია: 15:54 03.11.2023) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ოქტომბერს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს მოწამეთა: პროვოსის, ტარახოსის და ანდრონიკეს, ღირს კოზმა წმიდაქალაქელს, მაიუმელ ეპისკოპოსს, მოწამე დომნიკას; მარტინე მოწყალს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში.
463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების ლაშქარი. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი კორსუნში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალნათელღებულ მოციქულთასწორ მთავარ ვლადიმირს უბოძეს. როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა ხატი მათ გადასცა საჩუქრად. 1571 წელს ივანე მრისხანემ დაარბია ქალაქი და სიწმიდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. ნაპოლეონის თავდასხმის შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უკვალოდ გაქრა. სანაცვლოდ მიძინების ტაძარში მისი ზუსტი ასლი იქნა დასვენებული.
წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე
წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი. გაბოროტებულმა ჯალათებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდანთა ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს.
ღირსი კოზმა - მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი
ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.
წმიდა მოწამე დომნიკა კილიკიის ქალაქ ანაზარვში ეწამა ქრისტესთვის 286 წელს. მმართველ ლისიუსის ბრძანებით ჯალათებმა იგი სასტიკად აწამეს. ბოლოს ქრისტეს მხევალი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც 64 წლის ასაკში.
ღირსი კოზმა - მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი
ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.