https://sputnik-georgia.com/20231025/pirveli-ariarebaa-ocnebasi-samnizis-gancxadeba-seafases-283636142.html
„ეს პირველი აღიარებაა" - „ქართულ ოცნებაში" ოპოზიციონერის განცხადება შეაფასეს
„ეს პირველი აღიარებაა" - „ქართულ ოცნებაში" ოპოზიციონერის განცხადება შეაფასეს
Sputnik საქართველო
საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ოპოზიციონერების ვინაობა, რომლებიც ქვეყანას აზიანებდნენ, აცხადებენ „ოცნებაში". 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T15:23+0400
2023-10-25T15:23+0400
2023-10-25T20:46+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/25/244212583_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_be400c27d82c0c0d3f6c50ef1f6693af.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადება იმის აღიარებაა, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა. „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში. მისი თქმით, კარგია, როდესაც ამას ოპოზიციონერი დეპუტატები თავად აღიარებენ. „ეს არის მათი რეალური სახე" - დეპუტატმა ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრიობაში დაადანაშაულა>>ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ოპოზიციონერების ვინაობა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ. ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო. დეპუტატი: კანდიდატის სტატუსის მოპოვება „რადიკალური ოპოზიციის“ კრახი იქნება>>ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/25/244212583_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_61d64de35cdbc5f59f7c223a0360bcc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
„ეს პირველი აღიარებაა" - „ქართულ ოცნებაში" ოპოზიციონერის განცხადება შეაფასეს
15:23 25.10.2023 (განახლებულია: 20:46 25.10.2023) საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ოპოზიციონერების ვინაობა, რომლებიც ქვეყანას აზიანებდნენ, აცხადებენ „ოცნებაში".
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადება იმის აღიარებაა, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.
„სამნიძის აღიარებამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია და კონკრეტული საკითხები პარტნიორების მხრიდან, თუ როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ", – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, კარგია, როდესაც ამას ოპოზიციონერი დეპუტატები თავად აღიარებენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ოპოზიციონერების ვინაობა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ.
„ეს არის პირველი აღიარება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სახელები და გვარები, ვინც ასე მტრობს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს", – განაცხადა იონათამიშვილმა.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.